Logo

ჯანმრთელობა

7 მითი, რომელიც წონაში კლებას ხელს უშლის - დაამსხვრიე მითები სანდრო გოგოხიასთან ერთად

7 მითი, რომელიც  წონაში კლებას ხელს უშლის - დაამსხვრიე მითები სანდრო გოგოხიასთან ერთად

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წონის კლების თემაზე, უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება და წესი არსებობს. ხშირად, ეს წესები სხვა არაფერია, თუ არა მითები, რომლებიც რეალურ შედეგამდე მისვლაში გვიშლის ხელს.

ფიტნეს მენტორი სანდრო გოგოხია სწორი კვების შესახებ გავრცელებულ 7 მითს ამსხვრევს და გვიხსნის, როგორ მივაღწიოთ სასურველ ფორმას სტრესისა და აკრძალვების გარეშე.

მითი 1

წონის კლება შიმშილის გარეშე შეუძლებელია

ეს ერთ-ერთი ყველაზე მავნე მითია. წონის დასაკლებად ორგანიზმის გამოფიტვა და შიმშილი საჭირო არ არის. მთავარია შექმნათ სწორი კალორიული დეფიციტი. მიიღოთ იმაზე ოდნავ ნაკლები ენერგია, ვიდრე ხარჯავთ, თუმცა ისე, რომ სხეულს ყველა საჭირო ნუტრიენტი მიაწოდოთ.

მითი 2

ნახშირწყლები ასუქებს

ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა. პრობლემა თავად პროდუქტებში (კარტოფილი, პური თუ ხაჭაპური) კი არა, მათი ბალანსისა და რაოდენობის დარღვევაშია.

მითი 3

საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა წონაში მატებას იწვევს

ჩვენი სხეული საათს არ უყურებს და კალორიების ათვლას კონკრეტულ დროზე არ იწყებს. წონის კონტროლისთვის გადამწყვეტია დღის განმავლობაში მიღებული კალორიების ჯამური რაოდენობა და თავად საკვების ხარისხი.

მითი 4

ცხიმები ორგანიზმისთვის ცუდია

რაციონიდან ცხიმების სრული ამოღება დიდი შეცდომაა. ჯანსაღი ცხიმები, რომლებსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, თხილეული, ავოკადო და თევზი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმონალური სისტემის გამართული მუშაობისთვის, ტვინის ფუნქციონირებისა და კანის სილამაზისთვის.

მითი 5

ჯანსაღი კვება უგემურია

ჯანსაღი კვება მხოლოდ მოხარშულ ქათმის ფილესა და წიწიბურას არ ნიშნავს. ტრადიციული ქართული სამზარეულოც კი შეიძლება გარდაიქმნას ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებად.

მითი 6

თუ ვვარჯიშობ, ყველაფრის ჭამა შემიძლია

ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ვარჯიში არასწორ კვებას ვერ გადაწონის. წონის კლების პროცესში, 70-80% კვებას უჭირავს.

მითი 7

ორგანიზმს პერიოდულად სჭირდება სპეციალური დეტოქსი

ჩვენს ორგანიზმს აქვს საკუთარი, იდეალური დეტოქსიკაციის სისტემა ღვიძლი და თირკმელები, რომლებიც ამ ფუნქციას ყოველდღიურად, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე ასრულებენ.


ავტორი: ზმნა

06/15/2026

დიეტამითებისანდრო გოგოხიასწორი კვება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024