Logo

სასარგებლო რჩევები

7 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ ღამით, რათა გაიუმჯობესოთ ძილი და დაწვათ ცხიმი

7 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ ღამით, რათა გაიუმჯობესოთ ძილი და დაწვათ ცხიმი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მშვიდი ძილი და ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ჩვენს ყოველდღიურ კვების ჩვევებთან, მჭიდროდაა დაკავშირებული. ხშირად გვესმის, რომ ძილის წინ ჭამა მავნებელია, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება, ძილის ხარისხს აუმჯობესებს და ღამის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლასაც კი აჩქარებს.


პროფესიონალი ფიტნეს მწვრთნელი, Fitcourtpro-ს დამფუძნებელი რეზი ჯაბნიძე იმ პროდუქტებს ასახელებს, რომლებიც მშვიდ ძილსა და სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

რეზი ჯაბნიძე


"გაგაცნობთ 7 პროდუქტს, რომელიც უნდა მიირთვათ ღამით, რათა გაიუმჯობესოთ ძილი და დაწვათ ცხიმი. მეცნიერული კვლევების თანახმად, ერთ-ერთი მათგანი, ძილის ხარისხს 40%-ზე მეტით გაგიუმჯობესებთ.

1. ხაჭო
ხაჭო მდიდარია კაზეინით, ცილით, რომელსაც ორგანიზმი ნელა მოინელებს. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ ძილის წინ კაზეინის მიღება ეხმარება სხეულს კუნთების აღდგენაში და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ნიშნავს, რომ ძილის დროს მეტ კალორიას წვავთ.

2. ნუში
ნუში მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა. მაგნიუმი ამცირებს კორტიზოლს და ეხმარება კუნთებს რელაქსაციაში. გარდა ამისა, ის შეიცავს სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ალუბალი

3. ალუბალი ან ალუბლის ნატურალური წვენი
ალუბალი ერთ-ერთია იმ იშვიათ პროდუქტებს შორის, რომელიც ბუნებრივად შეიცავს მელატონინს. კვლევებმა აჩვენა, რომ ალუბლის წვენის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ძილის ხანგრძლივობას და რა თქმა უნდა, ხარისხს.


4. ინდაურის ან ქათმის თეთრი ხორცი
ეს პროდუქტები მდიდარია ამინომჟავა ტრიპტოფანით, რომელიც ორგანიზმში სეროტონინად (ანუ ბედნიერების ჰორმონად), შემდეგ კი მელატონინად გარდაიქმნება. მაღალი ცილოვანი შემცველობა კი თერმოგენულ ეფექტს იწვევს, სხეული მეტ ენერგიას ხარჯავს მის მოსანელებლად.

ნიგოზი

5. ნიგოზი
ნიგოზი სავსეა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და ტრიპტოფანით. ის ხელს უწყობს ორგანიზმს საკუთარი მელატონინის სინთეზში და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. დანაყრების შეგრძნება კი ღამით შიმშილს აქრობს.

6. ცხიმიანი თევზი (ორაგული)

ვიტამინი D და ომეგა-3, რომელსაც ორაგული შეიცავს, ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას.

კივი

7. კივი
ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ტაივანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ფენომენალური შედეგი აჩვენა. ადამიანები, რომლებიც ძილამდე 1 საათით ადრე მიირთმევდნენ 2 ცალ კივს, 42%-ით უფრო სწრაფად იძინებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებდა.
გარდა ამისა, მათი საერთო ძილის ხანგრძლივობა 13%-ით, ხოლო ხარისხი 5%-ით გაიზარდა.
კივი სავსეა სეროტონინითა და ანტიოქსიდანტებით, თანაც დაბალკალორიულია, რაც მას საუკეთესო საღამოს "სნექად" აქცევს მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

და ბოლოს, მთავარი რჩევა - შეეცადეთ ეს პროდუქტები მიირთვათ ძილის წინ 1 ან 2 საათით ადრე, რათა ორგანიზმმა მოასწროს მათი გადამუშავება და სასარგებლო ნივთიერებების ათვისება. ტკბილეულის ნაცვლად 2 კივისა და ცოტაოდენი ხაჭოს მიღება შესაძლოა თქვენი ჯანსაღი წონისა და მშვიდი ძილის საიდუმლო აღმოჩნდეს," - გვირჩევს რეზი ჯაბნიძე.

ავტორი: ზმნა

07/27/2026

7 პროდუქტიკალორიებირეზი ჯაბნაძეძილის წინ ჭამა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024