რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ბრძნული შეგონებებით და რჩევებით გამოირჩეოდა. მის სიტყვას დიდი მანუგეშებელი ძალა ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ სასოწარკვეთაში ჩავარდნილ შვილმკვდარ მშობლებს თავისთან იბარებდა და სულის ჭრილობებს უამებდა...
ესეც პატრიარქის 7 რჩევა – როცა განსაცდელია და ადამიანს ჰგონია, რომ ხალხმა და ადამიანებმა მიატოვეს.
1 ) “როცა ადამიანს ჰგონია, რომ ხალხმა და ადამიანებმა მიატოვეს. სწორედ მაშინ არის უფალი ჩვენთან და არ გვტოვებს”.
2 ) "დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ."
3 ) “ყველაზე ბნელი ღამეებიც კი დასრულდება და მზე ამოვა… არ შეგეშინდეს!…”
4 ) გაკრიტიკება ყველაზე ადვილია, როდესაც სხვას აკრიტიკებ, როცა ხედავ ნაკლს სხვა ადამიანისა, მაგრამ დახმარებაა ძნელი."
5 ) "სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი…"
6 ) "ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, ყოველმა ადამიანმა რაღაც სიკეთე გააკეთოს და სხვა ადამიანები გაახაროს…"
7) "ნამდვილი სიყვარული ყურადღებით ვლინდება."
06/19/2026