საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
740 ბავშვი ზღვაში იღუპებოდა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობდა - „არას“,. ხოლო ერთმა ადამიანმა თქვა - „კი“...
იყო 1942 წელი.
გემი არაბეთის ზღვაში იყო, როგორც მცურავი კუბო.
ბორტზე იმყოფებოდა 740 პოლონელი ობოლი ბავშვი, შრომითი ბანაკებიდან გადარჩენილნი, სადაც მათი მშობლები სიცივესა და შიმშილს ემსხვერპლნენ.
ისინი ირანის გავლით გადარჩნენ, მაგრამ წინ მათ კიდევ უფრო საშინელი რამ ელოდათ: ისინი არავის სჭირდებოდა.
ბრიტანეთის იმპერიამ, იმ დროის ყველაზე ძლიერმა ძალამ, უარი უთხრა მათ ინდოეთის სანაპიროს თითოეულ პორტში.
„ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. გააგრძელეთ გზა!"
საკვები თითქმის გათავდა, მედიკამენტები აღარ იყო, დრო იწურებოდა...
თორმეტი წლის მარია ექვსი წლის ძმას ხელს ძლიერად უჭერდა. მან მომაკვდავ დედას აღუთქვა, რომ მას დაიცავდა.
მაგრამ როგორ უნდა დაიცვა ვინმე, როცა მთელი სამყარო ზურგს გაქცევს?
ეს ამბავი მივიდა გუჯარათში, პატარა სასახლეში.
იქ მმართველობდა ჯამ საჰიბ დიგვიჯაისინჰჯი (Jam Saheb of Nawanagar), ნავანაგარის მაჰარაჯა. იმპერიის სისტემაში ის მხოლოდ პატარა მმართველი იყო. ბრიტანელები აკონტროლებდნენ მის პორტებს, ვაჭრობასა და არმიას. მათ ყველა საფუძველი ჰქონდათ დაემორჩილებინათ და გაეჩუმებინათ.
როცა მრჩევლებმა აცნობეს, რომ 740 ბავშვი ზღვაში იყო ჩარჩენილი, რადგან ბრიტანეთმა ინდოეთის არც ერთ პორტში არ შეუშვა, მან მხოლოდ ერთი კითხვა დასვა:
- რამდენი ბავშვია?
- შვიდას ორმოცი, თქვენო უდიდებულესობავ.

მან პაუზა გააკეთა და მშვიდად თქვა:
— ბრიტანელებს შეუძლიათ აკონტროლონ ჩემი ნავსადგურები. მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ ჩემს სინდისს. ეს ბავშვები ნავანაგარში ჩამოვლენ.
მრჩევლებმა გააფრთხილეს:
— თუ ბრიტანეთს დაუპირისპირდებით…
— მაშინ დავუპირისპირდები!
გემს შეტყობინება გაეგზავნა: თქვენ აქ სასურველები ხართ.
როცა ბრიტანელმა ჩინოვნიკებმა პროტესტი გამოთქვეს, მაჰარაჯა შეუვალი დარჩა:
— თუ ძლიერებს არ სურთ ბავშვების გადარჩენა, მე, სუსტი, გავაკეთებ იმას, რაც თქვენ ვერ გაბედეთ.
1942 წლის აგვისტოში, მცხუნვარე მზის ქვეშ, გემი შევიდა ნავანაგარის პორტში.
ბავშვები ტრაპიდან ჩამოდიოდნენ, როგორც აჩრდილები, გამოფიტულნი, ცარიელი მზერით, ბევრი იმდენად სუსტი იყო, სიარულიც არ შეეძლო. მათ სიკეთეზე იმედის ქონაც კი ეშინოდათ.
მაჰარაჯა მათ ნავსადგურზე დახვდა. სადად, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული, მუხლებზე დაეშვა, რომ ბავშვების თვალის დონეზე ყოფილიყო და თარჯიმნების მეშვეობით თქვა სიტყვები, რომლებიც მათ, მშობლების სიკვდილის შემდეგ, აღარ სმენოდათ:
— თქვენ აღარ ხართ ობლები. ახლა თქვენ ჩემი შვილები ხართ. მე თქვენი ბაპუ ვარ — თქვენი მამა.
მარიამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა ძმას ხელი.
ამდენი უარის შემდეგ ეს სიტყვები არარეალურად ჟღერდა.
მაგრამ ის სერიოზულად ამბობდა.

მან არ ააშენა ლტოლვილთა ბანაკი. მან ააშენა სახლი.
ბალაჩადიში მან შექმნა საოცრება: პატარა პოლონეთი ინდოეთში. პოლონელი მასწავლებლები, პოლონური საჭმელი, მოგონებების გემოთი. პოლონური სიმღერები ინდურ ბაღებში. საახალწლო ნაძვის ხეები ტროპიკულ ცის ქვეშ.
„ტანჯვამ სცადა თქვენი გაქრობა,“ — ეუბნებოდა ის. „მაგრამ თქვენი ენა, კულტურა და ტრადიციები წმინდაა. შეინახეთ ისინი აქ.“
ბავშვებმა, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ სამყაროში ადგილი არ ჰქონდათ, საბოლოოდ იპოვეს სახლი.
ისინი ისევ იცინოდნენ. ისევ თამაშობდნენ. ისევ სწავლობდნენ.
მარია უყურებდა, როგორ მისდევდა მისი ძმა ფარშევანგებს სასახლის ბაღში და ამით სიმშვიდეს გრძნობდა.
მაჰარაჯა ხშირად აკითხავდა მათ. იმახსოვრებდა სახელებს. აღნიშნავდა დაბადების დღეებს. უყურებდა სასკოლო წარმოდგენებს. ანუგეშებდა ბავშვებს, რომლებიც ტიროდნენ მშობლებზე, რომლებიც აღარ დაბრუნდებოდნენ. ექიმებს, მასწავლებლებს, ტანსაცმელსა და საკვებს თავისი ქონებიდან აფინანსებდა.
ოთხი წლის განმავლობაში, სანამ მსოფლიო ომით იყო მოცული, 740 ბავშვი ცხოვრობდა არა როგორც ლტოლვილი, არამედ როგორც ოჯახი.
როცა ომი დასრულდა და წასვლის დრო დადგა, ბევრი ტიროდა. ბალაჩადი იყო ერთადერთი ნამდვილი სახლი, რომელიც მათ იცოდნენ.
ისინი გაიზარდნენ და მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, გახდნენ ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, მშობლები, ბებია-ბაბუები.
მათ არასდროს დაივიწყეს განვლილი 4 წელი.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაჩნდა კეთილი მაჰარაჯას მოედანი. სკოლებს მისი სახელი ეწოდა.
ის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოებით დაჯილდოვდა.
მაგრამ მისი ნამდვილი ძეგლი ქვისგან არ არის. ის არის 740 მადლიერი ადამიანების გულებში.
დღეს, 80 და 90 წლის ასაკში, ისინი კვლავ იკრიბებიან.
თავიანთ შვილიშვილებს უყვებიან ინდოელ მეფეზე, რომელმაც თანაგრძნობა პოლიტიკურ ანგარიშს არ შესწირა.
1942 წელს, როცა იმპერიებმა კარები დახურეს, ერთმა ადამიანმა ვალდებულებების გარეშე და დუმილის ყველა მიზეზით ტანჯვას თვალებში შეხედა და თქვა: „ახლა ეს ჩემი შვილები არიან.“
და ამიტომ შეიცვალა სამყარო - ჩუმად, სამუდამოდ და შეუქცევადად.

07/07/2026