კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
78 წლის ასაკში კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა.
"კიდევ ერთი თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი საყვარელი უფროსი მეგობარი" - წერს სცენარისტი და პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე ფეისბუქზე.
***
ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.
ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.
1987–1991 წწ. კომპოზიტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.
2000 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობს. ამჟამად, როგორც თავად ამბობს, თანაბრად ცხოვრობს სამ ქალაქში: პარიზი, მოსკოვი, თბილისი.
კომპოზიტორი ძირითადად მოღვაწეობს ჯაზისა და კინოს სფეროში. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ფილმებისთვის: "ჭიდაობას რა უნდა" (1986, რეჟისორი მ. ჭიაურელი); "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (1987, რეჟისორი ნ. ჯორჯაძე); "Нежный возраст" (2000, რეჟისორი ს. სოლოვიოვი); „ლიკვიდაცია“ (2007, რეჟისორი
ს. ურსულიაკი); სერიალი "კარამაზოვები" (2009, რეჟისორი ი. მოროზოვი) და სხვა.
2019 წლის 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა ენრი ლოლაშილის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით „ნოსტალგია“, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.
ენრი მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის უმცროსი ძმაა...

01/07/2026