Logo

80-ს გადაცილებული, ლეგენდარული ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეათედ გახდა

80-ს გადაცილებული, ლეგენდარული ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეათედ გახდა

03/14/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას, ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ჰენრი კუპრაშვილი

შეჯიბრებაში მსოფლიოს 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჰენრი კუპრაშვილი 80+ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა.

80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.

ლეგენდარული მოცურავე ზამთრის ცურვაში უკვე ათგზის მსოფლიო ჩემპიონია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026