Logo

"აბორტების აკრძალვა არ გაზრდის შობადობას, გაზრდის დედების სიკვდილიანობას" - ხათუნა ხაჟომია

"აბორტების აკრძალვა არ გაზრდის შობადობას, გაზრდის დედების სიკვდილიანობას" - ხათუნა ხაჟომია

05/21/2026

ტექსტის ზომა

აბორტთან დაკავშირებული დებატები, აქტუალური მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. ეს ის საკითხია, სადაც ერთმანეთს ეთიკური, რელიგიური, სოციალური და სამედიცინო არგუმენტები უპირისპირდება.
ქართველი ფსიქოლოგი, სქესობრივი განათლების სპეციალისტი ხათუნა ხაჟომია, სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ შეიძლება აბორტის აკრძალვა და რა რისკებთანაა დაკავშირებული მსგავსი გადაწყვეტილება.


"მე, როგორც სქესობრივი განათლების ექსპერტმა მინდა გითხრათ, რატომ არ შეიძლება აბორტის აკრძალვა.

  • აბორტის აკრძალვა არ ამცირებს აბორტებს, ის ამცირებს უსაფრთხო აბორტების რაოდენობას.

  • არსებობს კვლევები და სხვა ქვეყნების გამოცდილება როდესაც სახელმწიფო კრძალავს აბორტს, ქალები მაინც მიმართავენ მას, ხშირად სახიფათო, უკანონო პირობებში და სიცოცხლის რისკის ფასად.

  • აბორტი არ არის სიცოცხლის დაცვა, ეს არის ქალების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება!

თუ ნამდვილად გვინდა აბორტების რაოდენობის შემცირება ამისთვის საჭიროა:

  • დაინერგოს სქესობრივი განათლება სკოლებში - ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა იცოდნენ ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ, სხეულის ავტონომიაზე და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობების შესახებ. იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალური განათლება ხარისხიანია, არასასურველი ორსულობების რაოდენობა ძალიან მცირეა.

  • კონტრაცეფცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უფასო.

  • უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ახალგაზრდა ოჯახებისთვის, მშობიარობა უნდა იყოს უსაფრთხო და უფასო.

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ აბორტების აკრძალვა არ გაზრდის შობადობას, გაზრდის დედების სიკვდილიანობას," - წერ ხათუნა ხაჟომია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აბორტიაკრძალვაფსიქოლოგიხათუნა ხაჟომია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026