Logo

"აბორტი არ არის პროცედურა, რომელსაც ვინმე დადებითი ემოციური მიზეზების გამო ირჩევს" - არჩილ მარშანია

"აბორტი არ არის პროცედურა, რომელსაც ვინმე დადებითი ემოციური მიზეზების გამო ირჩევს" - არჩილ მარშანია

05/21/2026

ტექსტის ზომა

"აბორტი არ არის პროცედურა, რომელსაც ვინმე დადებითი ემოციური მიზეზების გამო ირჩევს" - ასე ეხმაურება ექიმი არჩილ მარშანია პოლემიკას, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ახალი პატრიარქის მიერ, აბორტის თემაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.


ექიმი საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აბორტების შემცირებაზე ზრუნვა მორალური ზეწოლითა და დაშინებით არასწორია.


"აბორტი - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არ არის პროცედურა, რომელსაც ვინმე დადებითი ემოციური მიზეზების გამო ირჩევს. შესაბამისად, აბორტების რაოდენობის შემცირებაზე ზრუნვა არა მორალური ზეწოლით, დაშინებით ან დადანაშაულებით, არამედ სექსუალური განათლების გავრცელებით და კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა ხდებოდეს.

გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს.

პიედესტალიდან ასეთი ფსევდოზრუნვისა და წნეხის შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ადამიანები, რომლებიც სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული პროცედურის გამოც კი საკუთარი თავი დაადანაშაულონ და მთელი ცხოვრება მძიმე ემოციური ტვირთი ატარონ არაფრის გამო.

ხალხზე ''ზრუნვისთვის'' მსგავსი მიდგომა ისეთივე მოჩვენებითია, როგორც ქვეყნის უსაფუძვლო იდეალიზება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში, აბორტების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მაშინ, როდესაც ვითომ ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობებზე ორიენტირებულ საქართველოში, ეს რიცხვი ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით მაღალი რჩება,"- წერს არჩილ მარშანია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აბორტიარჩილ მარშანიაექიმიმოსაზრებასამედიცინო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026