სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
წარმატებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი კარიერის დასაწყისი და ის სირთულეები გაიხსენა, რომელთა გავლაც კარიერის მანძილზე მოუწია.
ჩოგბურთელი ამბობს,რომ იღბალი დიდად არ სწყალობდა და ტრავმები ხშირად უშლიდა ხელს წარმატების მიღწევაში, თუმცა საკუთარი თავის რწმენამ და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მოიტანა.
„21 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი, მაშინ არ მყავდა მწვრთნელი, არც სასწაული შედეგები მქონდა, მაგრამ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. როცა დიდ მატჩებს ვატარებდი, ვხვდებოდი, რომ შემეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება. მერე, ნელ-ნელა, ადამიანები, ვისაც ჩემი არ სჯეროდა, ნელ-ნელა ჩამოვიშორე, იმიტომ, რომ მე მჯეროდა ჩემი თავის...
ძალიან ბევრი პრობლემები მქონდა ჩემი კარიერის განმავლობაში. ჩემი მატჩების ნახევარზე მეტი ტკივილგამაყუჩებლის დახმარებით ვითამაშე. იღბლიანი ამ კუთხით არასოდეს ვყოფილვარ ჩემს კარიერაში.
ახლა მყავს ფიზიოთერაპევტი, ჩემი მწვრთნელი კარლოტაა. ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა. 2026 წლისთვის ჩემი მიზანია, რომ ისევ 100-ეულში ვიყო და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგო,“- განაცხადა ჩოგბურთელმა.
02/19/2026