Logo

"ადამიანების 95 % იტყვის, რომ ცუდი ნათლიაა"- გიორგი უშიკიშვილი

"ადამიანების 95 % იტყვის, რომ ცუდი ნათლიაა"- გიორგი უშიკიშვილი

01/18/2026

ტექსტის ზომა

მომღერალ გიორგი უშიკიშვილს 7 ნათლული ჰყავს. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მომღერალი თავს საუკეთესო ნათლიად არ თვლის და აღიარებს, რომ ყველა ნათლულთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს. ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილმა გადაცემა "შუადღე ლაივის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს თემებზე საუბარი ტელეეთერებიდან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის აუცილებელია.
"ჩემი აზრით, ადამიანების 95 % იტყვის, რომ ცუდი ნათლიაა.
მე საერთოდ მგონია, რომ რასაც აკეთებ ადამიანი, რა წესი და ტრადიციაც არსებობს, იმას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე. არ მიყვარს, როცა ფორმალურად ხდება რამე. აუცილებელია, რომ ადამიანები გავანათლოთ ამ მიმართულებით, მათ შორის ტელევიზიებმაც, რომ ყველამ იცოდეს რა მოვალეობა აქვს - ნათლიის ფუნქციები რა არის, ნათლულმა რა უნდა ქნას, მხოლოდ ნათლისღებას უნდა დამირეკოს და მითხრას, გიორგი ნათლია გილოცავ?" - თქვა მომღერალმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი უშიკიშვილინათლიანათლისღებატრადიცია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026