რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადამიანებს არ სურთ ღმერთის სწამდეთ. და იცით რატომ?
ადამიანმა შეიძლება იცოდეს ღმერთის შესახებ, სასწაულებზეც გაგონილი ჰქონდეს და სულის უკვდების შესახებაც, მაგრამ შიგნით რაღაც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს.
1. რწმენა - ეს არის პასუხისმგებლობა.
ღმერთის რომ გწამს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა შეიცვალო. ადამიანს კი ხშირად ეკომფორტულება ისე ცხოვრება, როგორც მას სურს თავისი ჩვევებით, სისუსტეებით, პატარ-პატარა ცოდვებით. ღმერთი სინათლისკენ გვეძახის, მაგრამ ეს სინათლე იმას გვანახებს, რისი დანახვაც არ გვსურს ჩვენში.
2. ადამიანს ეშინია პატიოსნების.
ღმერთთან რომ მიხვიდე, საკუთარ სულში პატიოსნად უნდა ჩაიხედო. ეს კი საშიშია: იქ ჭრილობებს დაინახავ, წყენებს შენიშნავ, სიამაყე შეგეფეთება, უსიყვარულობა გამოჩნდება. გაცილებით უფრო ადვილია ამის უგულებელყოფა, ვიდრე განკურნების საჭიროების აღიარება.
3. სამყარო ადვილ პასუხებს გთავაზობს.
"იცხოვრე შენთვის", "ცხოვრებისგან აიღე ყველაფერი", "არავისთან ანგარიშვალდებული არ ხარ" - ეს სასიამოვნოდ და კომფორტულად ჟღერს.
სარმწუნოება კი გვასწავლის: შეიყვარე, აპატიე, მსხვერპლად შეეწირე, იყავი დამთმობი, კეთილი, სუფთა გულით.
ეს ზარმაცების გზა არ არის...
ადამიანი დაჭრილია და ბევრმა ჩვენგანმა აქცია უფალს ზურგი თავისი სიამაყის ან ტკივილის გამო.

ჩვენი სულის მტერი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ არ გვწამდეს.
სიამაყე, ამაოება, გაღიზიანება, ეჭვი - არც ერთი შემთხვევითი არ არის. სადაც რწმენა იწყება, იქ იწყება ბრძოლაც.
რწმენა სიყვარულს მოითხოვს.
სიყვარული კი ყველაზე ძნელი რამაა ადამიანისთვის. ჩვენთვის გაცილებით ადვილია განკითხვა, დავა, დამტკიცება. რწმენა კი თეორია არ არის.
რწმენა გულის მოძრაობაა ღმერთისკენ.
ადამიანებს არ სურთ ღმერთის სწამდეთ მანამ, სანამ თავად არ იგრძნობენ, თუ რა ძლიერად სწამს ჩვენი უფალს.
ერთი წამიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტად შეხვდეს ღვთის სიყვარულს - ჩუმად, შეუმჩნევლად, შინაგანად...
და ყველაფერი იცვლება.
12/10/2025