Logo

სასარგებლო რჩევები

"ადამიანი მაშინ გიყვარს, როცა აღარ გჭირდება" - ეთო ნასყიდაშვილი სიყვარულსა და მიჯაჭვულობაზე

"ადამიანი მაშინ გიყვარს, როცა აღარ გჭირდება" - ეთო ნასყიდაშვილი სიყვარულსა და მიჯაჭვულობაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სიყვარულზე საუბრისას ხშირად გვგონია, რომ ეს გრძნობა აუცილებლად ძლიერ მიჯაჭვულობას, მუდმივ საჭიროებასა და ერთმანეთის გარეშე არსებობის შეუძლებლობას უკავშირდება.
თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარული შესაძლოა სწორედ იქ იწყებოდეს, სადაც დამოკიდებულება მთავრდება და ადამიანის არჩევანი იწყება.
„უშენოდ ვერ ვიცოცხლებ“ - რას ნიშნავს ეს სიტყვები? სიყვარულს თუ ემოციური დამოკიდებულებას? და რით განსხვავდება სიყვარული ადამიანის საჭიროებისგან? - ამ კითხვებით zmna.ge ცნობიერების მენტორს, ეთო ნასყიდაშვილს დაუკავშირდა.

სიყვარული

"ადამიანი მაშინ გიყვარს, როცა აღარ გჭირდება...
ბევრი რამ, რასაც სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში საჭიროებაა.
გვჭირდება, რომ ვიღაც გვამხნევებდეს; გვჭირდება, რომ მარტო არ ვიყოთ; გვჭირდება, რომ გვაგრძნობინონ, რამდენად ღირებულები ვართ; გვჭირდება, რომ დაგვიცვან, შეგვამჩნიონ, აგვავსონ...

სიყვარული

და ხშირად გვგონია, რომ ეს სიყვარულია. მაგრამ სიყვარული და საჭიროება ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. სიყვარული იწყება იქ, სადაც მოთხოვნილება ნელ-ნელა თავისუფლდება. იქ, სადაც ადამიანი აღარ არის შენი სიცარიელის შემავსებელი, აღარ არის შენი ტკივილის გამაყუჩებელი. აღარ არის ის, ვისაც შენი გადარჩენა ევალება. შენ შეგიძლია მის გარეშეც იყო სრულყოფილი.
და სწორედ მაშინ ჩნდება კითხვა: თუ აღარ მჭირდება, მაინც ვირჩევ?
თუ პასუხია „კი“, მაშინ იქ რაღაც ძალიან ნამდვილი იბადება.


როცა არ ცდილობ მის შეცვლას, როცა არ გეშინია მისი დაკარგვის ისე, რომ საკუთარი თავიც დაკარგო, როცა არ ეკიდები, როგორც საყრდენს, რომლის გარეშეც ვერ იარსებებ... არამედ უბრალოდ ხედავ მას, ხედავ მის სინათლესაც და ჩრდილსაც, მის თავისუფლებასაც და განსხვავებულობასაც და მაინც ამბობ: „მე შენ გირჩევ.“ არა იმიტომ, რომ მჭირდები, არა იმიტომ, რომ შენ გარეშე ვერ ვიცხოვრებ, არა იმიტომ, რომ ვალდებული ხარ ჩემი ბედნიერება ატარო არამედ იმიტომ, რომ შენთან ყოფნა მსურს...

სიყვარული

სიყვარულის ყველაზე თავისუფალი ფორმა, ალბათ, სწორედ ეს არის: როცა ორი ადამიანი ერთმანეთს არ იყენებს საკუთარი სიცარიელეების შესავსებად. როცა არც ერთი არ არის მეორის ფუნქცია. როცა არ არსებობს „უნდა“. და მაინც არსებობს არჩევანი. ყოველდღიური, ცოცხალი, თავისუფალი არჩევანი.
ადამიანი მაშინ გიყვარს, როცა აღარ გჭირდება და მაინც ირჩევ მასთან ყოფნას," - განმარტავს ცნობიერების მენტორი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/09/2026

ეთო ნასყიდაშვილიმიჯაჭვულობასიყვარულიცნობიერების მენტორი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024