Logo

ადგილი, რომელიც ნინო კასრაძეს, აქციების დროს, მაგიურად "ეძახდა"

ადგილი, რომელიც ნინო კასრაძეს, აქციების დროს, მაგიურად "ეძახდა"

10/09/2026

ტექსტის ზომა

ნინო კასრაძემ "ეკა ხოფერიასთან შეხვედრებში" იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც მას, როგორც მოქალაქეს დიდი დოზით აქვს და რასაც ვერ გაურბოდა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციების დროს, სახლში ერთი მყუდრო ადგილი მაგიურად "ეძახდა".

ნინო კასრაძე: პასუხისმგებლობას, შენს ცხოვრებას და იმ მოცემულობას, რომელშიც ხარ, ვერ გაექცევი. შეიძლება დროებით დაემალო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი, დაგეწევა და გაგანადგურებს. შენი ცხოვრება უნდა იცხოვრო, ვერ გაექცევი. თვალი უნდა გაუსწორო და მიიღო ის ყველანაირი.

როდესაც პროტესტის დროს ქუჩაში ვიყავი, არანორმალური ძალით მექაჩებოდა სახლი. არანორმალური ძალით. სხვა დროს, არასოდეს ასეთი რამ არ მქონია. ჩემი სახლის დიდ ოთახში ერთი პატარა ადგილია, სავარძელი და ლამპა დგას, კონკრეტულად ის ადგილი ისე მეძახდა, რომ მაგიური მიჯაჭვულობა გამიჩნდა. ისე საშინლად მექაჩებოდა, რომ ბოლოს ამ გრძნობის მეშინოდა. იმ ადგილას საღამოს ფეხებს მოვიკეცავდი, პლედს გადავიფარებდი და ეს იყო თითქოს ბედნიერების სიმულაცია.

მერე უკვე, როცა ქუჩაში დგომის საჭიროება არ იდგა, იმ ადგილმაც დაკარგა მაგიური ძალა.

არის მომენტი იქ გერიდება, იქ ხალხი, იქ შენი შინაგანი მოვალეობა და მერე იმ ტახტთან მიჯაჭვულობას ლახავ.

სხვათა შორის, ასეთი მომენტი ბევრს ჰქონია, მე მისაუბრია და უთქვამთ, ახლა სახლში ასვლა და დაწოლა როგორ მინდაო. და აქ ასაკობრივი კატეგორია არაფერ შუაშია. პროტესტში ჩართულ ახალგაზრდებსაც უნდოდათ სახლის სიმყუდროვე, ან კლუბში ყოფნა, უნდოდათ თავიანთი ცხოვრება ჰქონოდათ. მაგრამ გადადებ და მიდიხარ. მართალია, ამაზე მერე დაგცინიან, მაგრამ...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026