Logo

ადგილი, რომელსაც პატრიარქი თავის საბოლოო განსასვენებლად მიიჩნევდა, უკვე მზადაა

ადგილი, რომელსაც პატრიარქი თავის საბოლოო განსასვენებლად მიიჩნევდა, უკვე მზადაა

03/20/2026

ტექსტის ზომა

სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. საქართველო თავის პატრიარქს ეთხოვება. მისი გუმბათის ქვეშ კიდევ ერთ ღამეს გაათევს და შემდეგ, სამუდამო განსასვენებელს, სიონის ტაძარში ჰპოვებს.

სიონის საკათედრო ტაძარში კი, პატრიარქის განსასვენებელი ადგილი მზადდება... ეს არის ადგილი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კიოტის გვერდით, ამბიონის წინ.

არქიმანდრიტი ლაზარე: სამთავროს დედათა მონასტერში ერთ-ერთი ბოლო სტუმრობის დროს, როცა უწმინდესმა ტაძარი მოილოცა, შედგა და დედა ქეთევანს ეკითხება:

- შენ სად გინდა რომ დაგადასაფლაონ?

- სადაც მაკურთხებთ, თქვენო უწმინდესობა.

- და მე სად უნდა დამკრძალონ, იცი? სიონის ბოლოში, სადაც დღეს გარდამოხსნაა მოთავსებული.

ასეთი იყო მისი სურვილი... და მალე, სამუდამო განსასვენებელს, სწორედ იქ დაიკავებს.

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

სიონი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026