Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ADHD გოგონებში განსხვავებული სიმპტომებით მიმდინარეობს - G&T Academy

ADHD გოგონებში განსხვავებული სიმპტომებით მიმდინარეობს - G&T Academy

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

როცა ადამიანები ADHD-ზე ფიქრობენ, უმეტესობას თვალწინ ერთი ტიპური სურათი უდგებათ - ბავშვი, რომელიც ვერ ჩერდება, ბევრს ლაპარაკობს, კლასში დადის, აწყვეტინებს, ხმაურობს, ყველაფერს ეხება...

და სწორედ ამიტომ ათასობით გოგო წლების განმავლობაში საერთოდ შეუმჩნეველი რჩება, რადგან გოგოებში ADHD ხშირად სხვანაირად გამოიყურება.

ის შეიძლება კლასში მშვიდად იჯდეს, მაგრამ საერთოდ ვერ უსმენდეს.

იყურებოდეს ფანჯარაში და საკუთარ ფიქრებში იყოს დაკარგული.

იწყებდეს ერთ დავალებას, მერე მეორეს, მერე მესამეს… და საბოლოოდ არცერთი ჰქონდეს დასრულებული.

ყოველდღე კარგავდეს ნივთებს, ავიწყდებოდეს დეტალები, იგვიანებდეს, ყველაფერს ბოლო წუთამდე დებდეს.

გარედან კი უბრალოდ „გაფანტული“ ან „მეოცნებე“ ჩანდეს.

ბევრი გოგო ბავშვობიდან სწავლობს საკუთარი სირთულეების დამალვას.

ცდილობს იყოს „კარგი ბავშვი“, არავის შეუშალოს ხელი, ზედმეტად არ იაქტიუროს.

გოგონებში ADHD გარეთ ნაკლებად ჩანს, მაგრამ შიგნით სრული ქაოსია.
ბიჭებთან კი გვხვდება გარეგანი ქაოსი, რომელსავ ყველა ამჩნევს.

გოგონები, რომლებსაც აქვთ ADHD, მიდეკილები არიან დეპრესიისა და შფოთვისკენ.

ხშირად ისინი მთელი დღე საკუთარ თავს აკონტროლებენ,
სახლში დაბრუნების შემდეგ კი თითქოს მთლიანად იცლებიან, ღიზიანდებიან, ტირიან, ფეთქდებიან ან ყველაფრის ენერგია ეკარგებათ.

თუმცა ისინი „პრობლემურ ბავშვებს“ არ ჰგვანან.
ამის ნაცვლად ხშირად ესმით:
„უფრო ორგანიზებული უნდა იყო“
„ცოტა ყურადღება მოიკრიბე“
„რატომ გავიწყდება ყველაფერი?“
„ძალიან ემოციური ხარ“
„უბრალოდ ზარმაცი ხარ“

და ყველაზე მძიმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში თვითონაც იჯერებენ ამას.

ბევრი ქალი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხვდება, რომ წლების განმავლობაში საკუთარი ხასიათი კი არ სძულდა, უბრალოდ აუხსნელი ADHD ჰქონდა.

იმიტომ რომ ADHD ყოველთვის ხმაური არ არის.

ხანდახან ის არის ჩუმი გადაღლა, მუდმივი შინაგანი ქაოსი, გაფანტული ფიქრები და განცდა, რომ „ყველა რაღაცას ახერხებს, მე კი ვერა“.

ყურადღება, გახსოვდეთ, მსგავსი ნიშნები ყოველთვის ADHD-ს არ ნიშნავს. დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტის სრულ შეფასებაზე დაყრდნობით ხდება.

წყარო: G&T Academy

ავტორი: ზმნა

05/21/2026

ADHDგაფანტულიგოგონასიმპტომებიფსიქოლოგია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024