Logo

"აღარ გვყავს ჩვენი იმედი" - დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე გარდაიცვალა

"აღარ გვყავს  ჩვენი იმედი" - დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე გარდაიცვალა

02/24/2026

ტექსტის ზომა

გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის (ვერის ბაღთან მდებარე) მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

როგორც საპატრიარქოს უწყებანი აქვეყნებს, დეკანოზი კონსტანტინე 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ლეო ქიაჩელის 51-ში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 14 საათზე, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.

"მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე." - წერია საპატრიარქოს უწყებანის გვრდზე.

"აღარ გვყავს ჩვენი იმედი. მთელი ცხოვრება ასე ძლიერ მეყვარები
მა მა" - წერს მოძღვრის შვილი ფეისბუქზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026