Logo

"აღარ შემეძლო იმის მოსმენა, როგორი კარგი ბავშვია თამრიკო ჭოხონელიძე"- ეკა კახიანი იხსენებს

"აღარ შემეძლო იმის მოსმენა, როგორი კარგი ბავშვია თამრიკო ჭოხონელიძე"- ეკა კახიანი იხსენებს

01/23/2026

ტექსტის ზომა

თამრიკო ჭოხონელიძის, მაია ჯაბუასა და ეკა კახიანის მეგობრობა უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის.

„მზიურში“ გატარებული წლები მათ მოგონებებში საუკეთესო ადგილს იკავებს და ისტორიები „მზიურსა“ და მომღერლების ბავშვობაზე, დღემდე მაყურებლებისათვის საყვარელ თემად რჩება.

ეკა კახიანი იხსენებს:

„თამრიკო ჭოხონელიძე სამაგალითო ბავშვი იყო. ყოველი დილა ჩემს სახლში იწყებოდა დედაჩემის ტექსტით - „აი, როგორი კარგი შვილია თამრიკო, დამჯერი… ეტყვი მოდი მოდის, შენ გეტყვი მოდი - მიდიხარ…“

აღარ შემეძლო ამის მოსმენა, როგორი კარგი ბავშვია თამრიკო ჭოხონელიძე… უკვე რაღაცნაირი აგრესია მქონდა. აღარ მინდოდა ეს შედარება…

მაგრამ მერე გაჩნდა სოფიკო (თამრიკო ჭოხონელიძის და) და მერე დედაჩემს უთხრა ლიზიკომ (თამრიკოს დედამ) – „ახლა გაგიგე შენო,სოფიკოსაც არაფერი არ ესმისო.“

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ეკა კახიანითამრიკო ჭოხონელიძემზიურიმოგონება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026