Logo

საზოგადოება

"აღარაფერი ჰქონდა ჯანსაღი, გულის გარდა. მე ახლა რეპეტიციები თუ გადამარჩენსო, მითხრა" - რას ამბობდა კახა ბერიძე უკანასკნელ დღეებში

"აღარაფერი ჰქონდა ჯანსაღი, გულის გარდა. მე ახლა რეპეტიციები თუ გადამარჩენსო, მითხრა" - რას ამბობდა კახა ბერიძე უკანასკნელ დღეებში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობ კახა ბერიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, დღეს, ერისთავის თეატრმა გაავრცელა. მსახიობი მძიმე სენს ებრძოდა.

სანდრო ელოშვილი, ფეისბუქზე, მეგობარს იხსენებს და წერს, თუ როგორი იყო კახას უკანასკნელი დღეები.

სანდრო ელოშვილი: ჩემი მეგობარი მწერს, რომელმაც არ იცოდა კახას დიაგნოზი, რა მოუვიდა, ათი დღის წინ რეპეტიციაზე არ იყოო?!..

ეს ფოტო ერთი თვის წინაა გადაღებული… წარმოიდგინეთ, იცის, რაც სჭირს და მეუბნება - მე ახლა რეპეტიციები თუ გადამარჩენს, როლი მომეციო… კვირაში ერთ დღეს გავაცდენ მარტო, ქიმიის დღესო…

კახა ბერიძე

მართლა იარა! ტკივილით… მაგრამ იარა!

აღარაფერი ჰქონდა მრთელი, ჯანსაღი, გულის გარდა და იმ გულით იარა…

ასე იარა მთელი ცხოვრება და ერთი სიტყვაც კი არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ იარა თეატრისთვის, გორისთვის, გორის თეატრისთვის, მეგობრისთვის, ადამიანისთვის, სიყვარულისთვის!

კახა ბერიძეკახა ბერიძეკახა ბერიძე

არასდროს შევსულვარ გორის თეატრში ისე, რომ საგრიმიოროში არ შემეხედოს და თუ თავის სკამზე არ იჯდა…

- კახა სად არის?

- მოვა, სად წავა…

უფროსმა კაცმა მითხრა დიდი ხნის წინ, ცხოვრება რამდენიმე ეტაპად იყოფა:

მიდიან შენი და მეგობრების ბებია-ბაბუებიო…

მიდიან შენი და მეგობრების მშობლებიო…

მიდიხარ შენ და მიდიან მეგობრებიო…

კახა წავიდა…

და ვეღარავინ მეტყვის…

- მოვა, სად წავა…

ავტორი: ზმნა

03/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024