რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ქრისტე აღდგა! მრავალს დაგასწროთ უფალმა." ასე ვულოცავთ და ვდღესასწაულობთ წელიწადში ერთხელ ქრისტიანები. მაგრამ წარმოსადგენად როგორია ფაქტი, რომელიც ჩვენს გონებას აღემატება. აღდგომა - ერთადერთია სამყაროში. ფაქტი, რომელმაც კვალი დატოვა ჩვენს სულზეც და... სუდარაზეც.
ქრისტეს სუდარა (აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათერდრო ტაძარში. მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, სუდარაში გაახვიეს და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში.
იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი ქსოვილი, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს.

***
მეცნიერებისთვის უმთავრეს გამოცანად რჩება ტურინის სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა, სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამდენიმე მიკრონია.

მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე ქრისტეს აღდგომის მომენტში, თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი, ზემძლავრი განათების შედეგად გადავიდა. მსგავს მოვლენას ადგილი ჰქონდა ჰიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირდა ე.წ. "მუდმივი ჩრდილები".
წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიკური გამოსხივების შედეგად და შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს.

მეცნიერების მტკიცებით, აღდგომის მომენტში, ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე წარმოუდგენლად ზუსტი გამოსახულება დატოვა. მათივე დასკვნებით, სუდარა წარმოადგენს იესო ქრისტეს აღდგომის უდაო ფიზიკურ მტკიცებულებას.
04/12/2026