ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 4 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდი წყლის დრაკონის თვეა, თვის სიმბოლო კი ფენიქსია.
რას უკავშირდება ფენიქსის სიმბოლო, როგორი ენერგიების მატარებელია ის და რატომ არის სასურველი, 4 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში ფენიქსის ფიგურის ტარება?
აღმოსავლური კალენდრისა და ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გვირჩევს.
"ჩინურ კულტურაში ფენიქსი, ეს მითური ფრინველი მჭიდრო კავშირშია არანაკლებ მითურ დრაკონთან.

დრაკონისა და ფენიქსის კავშირი ბედნიერ და ჰარმონიულ ქორწინებას განასახიერებს. ამიტომ, გირჩევთ, აპრილის თვის თილისმად, დრაკონის თვის განუყოფელი თანამგზავრი, ფენიქსი აირჩიოთ.
ფენიქსი (ფენჰუანგი) ჩინეთში წითელი ჩიტის სახელითაა ცნობილი. ის სიხარულისა და სიმშვიდის სიმბოლოა. სიმბოლო ხელს უწყობს შთაგონებას, ახალ იდეებს, საუკეთესო თვისებებისა და ფარული შესაძლებლობების განვითარებას. ასევე მფლობელს ეხმარება მიზნების მიღწევაში და აფრთხილებს საფრთხის შესახებ.

ფენიქსის თილისმა, რომანტიკული ურთიერთობების დამყარების გზას უჩვენებს მათ, ვისაც დღის ან წლის რუკაზე ტახის მიწიერი ტოტი აქვს. მათთვის დრაკონი წითელი ფენიქსის სიმბოლური ვარსკვლავია. ის მნიშვნელოვნად ზრდის რომანტიკული პარტნიორის შეხვედრის შანსებს და ხელს უწყობს ქორწინებასაც კი. მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ რომანტიკული ურთიერთობების განვითარება, ზოგიერთები კი სოციალური წრის გაფართოებას შეძლებენ.

ფენიქსის სიმბოლოს ტარება ყველასთვის სასარგებლო იქნება, გამონაკლისის გარეშე. დააყენეთ მისი ფოტო ფონად ან ატარეთ მისი სიმბოლო "ბრელოკის" სახით," - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.
04/06/2026