ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინექციური კოსმეტოლოგია და „ნემსის ერთი ჩხვლეტით“ მიღებული სილამაზე დღეს ისე ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს. თუმცა, ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რა საფრთხეებს შეიცავს პოპულარული პროცედურები სინამდვილეში.
ცხვირის არეში ფილერის შეყვანა ბევრისთვის ქირურგიული რინოპლასტიკის მარტივ და უმტკივნეულო ალტერნატივად მიიჩნევა, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო საყურადღებოა.

პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე გვიზიარებს შოკისმომგვრელ სამედიცინო ფაქტებს იმ ფატალურ და შეუქცევად გართულებებზე, რომლებიც შეიძლება ამ ერთი შეხედვით უწყინარმა პროცედურამ გამოიწვიოს - უეცარი დაბრმავებით დაწყებული და ფატალური შედეგით დასრულებული.
„ყველაზე ცუდი გართულება ცხვირის არეში ფილერის მოხვედრისას, ეს არის დაბრმავება. ეს შეიძლება მოხდეს ერთ თვალზე, თუმცა პრაქტიკაში უკვე აღწერილია ორივე თვალზე დაბრმავებაც.
ამის გარდა, 2024 წლის მონაცემების მიხედვით, არის აღწერილია ორი სიკვდილის ფაქტი ფილერის შეყვანის მომენტში მომენტალური ემბოლიზაციის შედეგად... ანუ ფილერის შეყვანისას მოხდა სისხლძარღვის ემბოლიზცია და მერე ეს ფილერი სად წავიდა ღმერთმა იცის იცის - ტვინში, თვალში თუ სადმე სხვაგან.

დაბრმავების შემთხვევები გაცილებით მეტია. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ ფილერი ხვდება სისხლძარღვში, რომელიც დაკავშირებული არის თვალთან და უბრალოდ აჩერებს სისხლის მიმოქცევას თვალის მიმართულებით. პაციენტი რჩება მხედველობის დაზიანებებით და ამას მერე არაფერი აღარ შველის. შენ გაქვს 30- 40 წუთი, რომ დაშალო ეს ფილერი. თვალის უკან უნდა შეხვიდე კანულით ან ნემსით და იქ შეიყვანო ჰიალუნორიდაზა, ეს არის პრეპარატი, რომელიც დაშლის იმ ფილერს, გაათავისუფლებს სისხლძარღვს, აღდგება სისხლის მიმოქცევა და პაციენტის თვალი დაიბრუნებს ფუნქციას," - განმარტა კონსტანტინე სულამანიძემ პოდკასტში სტუმრობისას.
05/19/2026