ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ცეცხლოვანი მაიმუნის თვეა. ფენშუის სპეციალისტების განმარტებით, ეს პერიოდი განსაკუთრებით გონებრივ აქტივობას, ახალი ცოდნის მიღებას, კარიერულ წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას უკავშირდება.
ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გვირჩევს, ამ თვის ენერგიის გასაძლიერებლად "პაგოდა" გამოვიყენოთ, რომელიც ცეცხლოვანი მაიმუნის თვის მთავარ თილისმად მიიჩნევა.

„7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გახლავთ ცეცხლოვანი მაიმუნის თვე.
თვის თილისმა "პაგოდაა".
პაგოდა ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, ხელს უწყობს ახალი ცოდნის შეძენას და განსაკუთრებით სასარგებლოა გამოცდების, გასაუბრებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს, როდესაც ადამიანს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირება სჭირდება.

გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ "პაგოდას" შეუძლია მიმდებარე სივრცის ენერგიის გარდაქმნა, მისი ნეგატივისგან გაწმენდა და დადებითი ვიბრაციებით შევსება. უმჯობესია, "პაგოდა" განათავსოთ სამუშაო მაგიდაზე ან იმ ოთახში, სადაც ადამიანს სძინავს, სწავლობს ან მუშაობს.
ის ერთ-ერთ საუკეთესო თილისმად ითვლება ბიზნესის განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.

ჩინურ ტრადიციაში ასევე ხშირად იყენებდნენ იეროგლიფურ ამულეტებს. შეგიძლიათ დაბეჭდოთ იეროგლიფი, რომელიც „სიბრძნეს“ ნიშნავს და ჩანთით ატაროთ.
ასევე შეგიძლიათ ჩარჩოში მოათავსოთ და სამუშაო მაგიდაზე დადგათ.
კიდევ უფრო ეფექტურად მიიჩნევა, თუ ამ იეროგლიფს ყოველდღიურად, ცოდნის მიღებისა და განვითარების სურვილით, საკუთარი ხელით დაწერთ.
მისი ხშირი გამოყენებისას აღმოაჩენთ, რომ სწავლა უფრო მარტივი ხდება, ინფორმაციას უფრო სწრაფად ითვისებთ და თავად სწავლის პროცესიც მეტ კმაყოფილებას განიჭებთ“, - განმარტავს ეკა კვარაცხელია.
08/03/2026