ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
უკვე იცით, რომ ნუკი კოშკელიშვილი მეორე ვაჟის დედა გახდა. პატარა შიოს გაჩენამდე, სამშობიარო ტკივილების პარალელურად, ნუკი შეკვეთებს ფუთავდა. აი, რა გაიარა ტელესახემ.
ნუკი კოშკელიშვილი: დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ მეგონა ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაციაა მიხვიდე სამშობიაროში თუ:
ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განვმალობაში
გ) ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა ბენი გავუშვი სამსახურში უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა @nukicosmetics. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია, კვდები ტკივილისგან და დარდობ, ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში, ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.
გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კაი მოხვედიო.. მოვედი და დავრჩი.
ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე, რაც გავყუჩდი დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს მე კიდევ ორი წუთი მოვნახე რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის.
მოგვიანებით მანგამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ აკეთებს საქმეს სამშობიარო ტკივილების პარალელურად.
ნუკის მისამართით საქებარმა კომენტარებმაც არ დაიგვიანა:
"ყველა დედა გმირია. მინდა ამ გოგონას სულ კარგი და ნათელი ჰქონოდეს ამ სამყაროში.
აი, მართლა, წარმოუდგენელია შენი თავდადება საკუთარი მიზნებისთვის. გისურვებ ყველა იმ ოცნების ასრულებას, რომლებიც ჩაიფიქრე.
რანაირად ხარ ამ დროს ასეთი ლამაზი. მე ალქაჯს ვგავდი. ბედნიერი დედა გამყოფოს ღმერთმა"
12/24/2025