Logo

"აი, მასწავლებელო, თქვენც ჭამეთ!" - პედაგოგის მოგონებებიდან

"აი, მასწავლებელო, თქვენც ჭამეთ!" - პედაგოგის მოგონებებიდან

09/20/2026

ტექსტის ზომა

90-იანებზე ბევრი რამ დაწერილა, გაჭირვებაზე, უშუქობაზე, დეფიციტზე... მაგრამ იმ წლებიდან ყველაზე კარგად სწორედ პატარა, პირადი ამბები გვამახსოვრდება.

ეს ამბავი არც დიდ მოვლენაზეა და არც განსაკუთრებულ გმირობაზე. უბრალოდ ერთი პატარა ეპიზოდია 90-იანი წლების საკლასო ოთახიდან, რომელიც პედაგოგ ეკა გულაშვილს დღემდე ახსოვს.

სკოლა

"პირადად გადამხდა... ბნელი 90-იანების და ნათელი ადამიანების დროს.

მუშაობის პირველი წელია, პირველ კლასში ვართ და მშობელმა მომართვა ტკბილეული ("ბანბანერკა").

იმ უსაშინელესი გაჭირვების დროს ეს რა იყო, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ "სნიკერსის" მონა ვარ "ემ მამენტში", მაშინაც ვმონობდი ტკბილს, მითუმეტეს საოცნებოდ გამხდარს.


არც დავფიქრებულვარ, გავხსენი და თან ვნერვიულობდი, ყველას ხომ შეხვდებოდა. შუაზე გაყოფით ზუსტად ერგოთ, მხოლოდ მე დავრჩი, ოცნებაში...

შოკოლადი

მოკლედ, დღესასწაულია კლასში, მიირთმევენ და უცებ ერთი ბიჭი მეკითხება:

-მას, კიდევ დარჩა?!

მეც პატარა ვარ, მაგ დროს, 21წლის, მიყვარს შოკოლადები... მოხდა სასწაული, მაჩუქეს, არ შემხვდა და ცოტა მეწყინა, გავბრაზდისავით, რადგან დაინახა, როგორ ვცდილობდი გაყოფას და გავიფიქრე, არ უნდა გამეხსნა-მეთქი

-აღარ არის, აი! - და ვაჩვენე ცარიელი ყუთი.

-აი, მასწავლებელო, თქვენც ჭამეთ! და პირით მოატეხა თავის წილის ნახევარს...

ცხადია, არ გამოვართვი, რადგან ისინი უფრო ნატრულები იყვნენ და...

-დიდი მადლობა, მე არ მეჭმევა ტკბილი, შენ მიირთვი!

დასვენებაზე გავედი, უადამიანებო ადგილი ვიპოვე და ბოლო ხმაზე ვიბღავლე, ისე შემრცხვა. თურმე რატომ მკითხა და მე რა ვიფიქრე. ახლაც მეტირება, ამას რომ ვწერ," - იხსენებს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

მასწავლებელიმოგონებასკოლაშოკოლადი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026