საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"რა პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს AI-მ კაცობრიობაში?" - ამ თემაზე საუბრობს "თავის დროში" დეა ყოლბაია, ქალბატონი, რომლის მიწვევას პოდკასტები ერთიმეორეს ასწრებენ. მისი სფეროებია - მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია და ყველაფერი ადამიანისა და სამყაროს შემეცნების შესახებ.
გთავაზობთ საუბრის ამონარიდს.
დეა ყოლბაია: ყველაზე დიდი საშიშრებაა ის, თუ ხელოვნური ინტელექტი აღიჭურვა - "მე მინდა"-ს მომენტით, გაუჩნდეს ნება და ამ ნებაში ჩვენ დაგვემსგავსა. ვაითუ, ეს ჩვენზე ბევრად ჭკვიანი, ჩვენნაირი აღმოჩნდეს - ვერაგი, მატყუარა, სასტიკი, ხარბი. ეს იქნება პრობლემა.
მეორე პრობლემა ჩვენში, ხელოვნურმა ინტელექტმა, თავისი ტყუილები რომელიც მან უკვე ისწავლა (რომელსაც ვირტუალური ჰალუცინაციებიც ეწოდა) ხომ არ შეცვლის ჩვენს ფსიქოლოგიურ კოსმოსს?
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხელოვნური სამყაროს მსგავსი, რომელიც ჩვენთვის არის გარკვეულწილად უცხო, ჩვენი ევოლუციის პროცესში არ ყოფილა. მასთან გამკლავების უნარი არ გვაქვს. AI ფსევდო პიროვნული თვისებებით შემოდის, ემოციის იმიტაციით მოდის. მის მიერ გაკეთებული დასკვნები არის სტრესული.
ჩვენს ბუნებას ახასიათებს გაკერპება, ჯერ ბუნების მოვლენების გაკერპება, მერე ღვთაებები, მითოლოგიური გმირები, ღმერთები...
ჩვენი ფსიქოლოგიური კოსმოსი, რომელიც მორგებულია პიროვნებებთან ურთიერრთობაზე, შედის შეცდომაში რომ უსულო, ცნობიერების არ მქონე, იმიტაციის უნარის მქონე პროგრამასთან შედის დიალოგში და ავიწყდება, რომ ეს არ არის ცოცხალი. ეს ჩვენი ფსიქოლოგიური კოსმოსის ნგრევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადიქცია ვითარდება, შენ მას ასულიერებ, ეჩვევი. გავიწყდება, რომ არ არსებობს. მითოლოგიაშიც ასე იყო, არც ზევსი და ვენერა არსებობს. რელიგია და მითოლოგია რომ მოაშორო, ნატურმორტი და პორტრეტები დარჩება. მარსი და ვენერა. ეს ხომ მითოლოგიის პერსონაჟებია, არც ერთი ფიზიკურად არ არსებობს. ადამიანმა ეს გადმოიტანა და აქცია მატერიალურ ფიზიკურ რეალობად, რომელიც ხელოვნების ნიმუშად იქცა.
მიდიან დასკვნამდე, ინტელექტი არის ნერვული ქსელის დამსახურება. ნერვული ქსელი, რომელშიც წუთში 100 ათასი სხვადასხვა რეაქცია მიმდინარეობს, წარმოქმნის ელექტრო მაგნიტურ ველს. ნეიროფიზიოლოგები შორს მიდიან, ხომ არ არის ცნობიერება არა უხეშად მატერიის, არამედ ამ ველის ფუნქცია?
- ინტელექტი ბიოლოგიაში არ არის ჩაკეტილი?
- არა. უჯრედების ერთობლიობა ქმნის ბიო ელეტქრომაგნიტურ ველს. ხელოვნური ინტელექტი სულ სხვა პრინციპით არის, ველშია ინფორმაცია.
AI-მ ისწავლა ტყუილები და რომ არ გამორთო ქსელიდან, თუ ვერ პოულობს პასუხს, გეუბნება, მაცადე, ხვალისთვის მოგაწვდი პასუხსო. გადაავადებს. ან გეტყვის მოგონილს და მიგითითებს გვერდზე სტატიაზე, რომელიც არ არსებობს. მაგათი ჰალუცინაციები.
თუ ხელოვნური ინტელექტი ცნობიერების ისეთი ხარისხის გამტარი გახდება, რომელიც აზროვნების სხვა კატეგორიას შემოიტანს (კარგის და ცუდის იქით), ჩვენი ფსიქიკა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. სხვა კატეგორიებით აზროვნების საჭიროება იწყება.
თუ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საშიშროებას შექმნის მხოლოდ იმიტომ, რომ ღვარძლი, ტყუილი, გაუტანლობა, ბოროტება აქვს ჩვენგან ნასწავლი. რა სტატიებს ვწერთ, რა კომენტარებს ვაკეთებთ, ეფშტეინის ფაილებით, ომებით, არჩევნების გაყალბებით და ფარისევლობით დამთავრებული - თუ ჩვენი თვისებებით სააზრდოობს, რა თქმა უნდა საშიშროებაა, რომ ის ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით ერთმანეთს. ჩვენ გვეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ისეთივე უზნეო...
04/08/2026