Logo

"აქ არის საყვარელი დასკვნა - აუტიზმი. ოლივერს აუტიზმი არ ჰქონდა" - ნუკი კოშკელიშვილი შვილის არასწორ დიაგნოზზე

"აქ არის საყვარელი დასკვნა - აუტიზმი. ოლივერს აუტიზმი არ ჰქონდა" - ნუკი კოშკელიშვილი შვილის არასწორ დიაგნოზზე

09/16/2026

ტექსტის ზომა

ნუკი კოშკელიშვილმა თამარ ობგაიძის პოდკასტში სტუმრობისას გაიხსენა უფროსი ვაჟის, ოლივერის პატარა პრობლემა, რომელსაც მეტყველების შეფერხება ჰქონდა. ოლივერი ახლა სრულიად ჯანმრთელია და ის მესამე კლასელია...

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი: როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს, არ ვიცი. წარმოიდგინეთ, პირველი შვილია. გარშემო ყველას შვილი ამბობს - დედა, მამა, მომე, წადი. მე მხოლოდ ქართულად ველაპარაკებოდი, მამამისი მხოლოდ - ინგლისურად. მოკლედ, არაფერს ამბობდა. არც თითს იშვერდა. ამბობდნენ, ეზარება, ზარმაციაო. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემო და რომ არ ესმის. ხედავ რომ სიცარიელეა. გიყურებს და აბსოლუტურად არაფერი ესმის.

ნუკი კოშკელიშვილი

ეს იყო პანდემიის დრო, როცა საქართველოში ვიყავი და აქ მივიყვანე თერაპევტებთან. მითხრეს, აუტისტური სპექტრიაო. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა - აუტიზმი. დღეს საკმაოდ მართვადია აუტიზმი და არ შეშინდეთ, თუკი თქვენს შვილს ეს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ გადაამოწმეთ.

ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი. მას ჰქონდა მეტყველების შეფერხება. ორი წლის და თვეების იყო, ამერიკაში რომ დავბრუნდი და ყველგან მივიყვანე აუტისტურ სპექტს სადაც ადგენენ. ყველგან მითხრეს, ეს არ არის აუტიზმი. აქვს მეტყველების შეფერხება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მისი ტვინი ორ ენას ვერ ეგუება. ამიტომ შეწყვიტეთ მასთან ორ ენაზე საუბარი და მხოლოდ ერთ ენაზე ესაუბრეთო. ჩვენი ოთახების, ეზოს, ნივთების ფოტოები ამოვბეჭდე და მივუკარი ყველგან - აბა, თქვი ოლის უნდა აბაზანაში. აბა, ის თქვი, ეს გაიმეორე-მეთქი და ასე დაიწყო ლაპარაკი.

ოლივერი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026