საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რუსთავში 24 მარტს თამუნა გოდერძიშვილი დაკრძალეს. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია განიხილება. მასთან ერთად მოიწამლნენ მისი 12 წლის ვაჟი და მეუღლე, გიორგი საჩეჩელაშვილი. ისინი რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დაკონსერვებული წიწაკები უჭამიათ და იმით მოიწამლნენ. თამუნა გარდაიცვალა. როგორც გავიგე, მისი ქმარი, გიორგი კლინიკაშია ინტოქსიკაციით. არ ვიცი, რატომ ითქვა, რომ გურჯაანში მოხდა ეს ფაქტი. გურჯაანის სოფელ კარდენახიდან არის გიორგი საჩეჩელაშვილი, მან შეირთო ეს გოგო ცოლად, თამუნა არის რუსთავიდან და როგორც ვიცი, ფაქტი რუსთავში მოხდა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი,”- ამბობს "კვირის პალიტრასთან" ადგილობრივი.
როგორც ირკვევა, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
03/25/2026