ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც ნერვების დამცავი გარსის - მიელინის აღდგენა შეუძლია. ეს აღმოჩენა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს გაფანტული სკლეროზის (MS) მკურნალობაში და მილიონობით ადამიანისთვის იმედის ახალ წყაროდ იქცეს.

მიელინი ნერვული ბოჭკოების გარსია, რომელიც მოქმედებს როგორც ელექტროსადენის იზოლაცია. ის ნერვული იმპულსების სწრაფად და შეუფერხებლად გავრცელებას უზრუნველყოფს.
გაფანტული სკლეროზის დროს ორგანიზმი სწორედ ამ გარსს უტევს, რის შედეგადაც ჩნდება დაავადების სიმპტომები - კუნთების სისუსტე, დაბუჟება, მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევა, ქრონიკული დაღლილობა...
აღმოჩენილი მოლეკულა არამხოლოდ აფერხებს დაავადებას, არამედ ხელს უწყობს დაზიანებული მიელინის აღდგენას. ეს კი ნერვიული ბოჭკოების კავშირის გაუმჯობესებას, და მოძრაობის უნარის აღდგენას შეუწყობს ხელს.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობა დღემდე მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეჩერებაზე იყო ორიენტირებული და დაზიანებული ნერვების აღდგენა ვერ ხერხდებოდა. ახალი მოლეკულა კი იმედს აჩენს, რომ ქრონიკული ნევროლოგიური დაზიანება შესაძლოა შექცევადი იყოს.

მეცნიერები იმედოვნებენ,რომ კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება.
01/04/2026