საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ერთი შეხედვით, სრულიად ლოგიკური და ცხადია, რომ ფინანსური არასტაბილურობა და ცხოვრების ხარისხის დაბალი დონე, ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ედინბურგისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების ახალმა მასშტაბურმა კვლევამ, ამ ცხად მოცემულობას, ზუსტი სტატისტიკა და სამეცნიერო მტკიცებულებები შესძინა.
15,000-ზე მეტ ადამიანზე 14-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, კონკრეტულად რა სისწრაფით აჩქარებს სოციალური პრობლემები ორგანიზმის ფიზიკურ დაბერებასა და კოგნიტურ დაქვეითებას.
კვლევის მთავარი მიგნება დროის ფაქტორია. მონაცემებმა აჩვენა, რომ სოციალურად მოწყვლად გარემოში მცხოვრებ პირებში ე.წ. მოწყვლადობის სინდრომი (ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური და კოგნიტური დაქვეითება), შესაძლოა, სტაბილური საცხოვრებელი პირობების მქონე თანატოლებთან შედარებით, ათწლეულებით ადრე განვითარდეს.
მეცნიერებმა პირველად გაზომეს ამ პრობლემების კუმულაციური (დაგროვებითი) ეფექტი. დადგინდა, რომ დაბალ შემოსავალთან ერთად, ხანდაზმულებში ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას განსაკუთრებით აჩქარებს სამი ფაქტორი: ხანდაზმულ ასაკში ქირით ცხოვრება, გათბობის ხარჯების დაფარვის შეუძლებლობა და არასრულფასოვანი კვება.

როგორც კვლევის ავტორები ასკვნიან, დღეს სოციალურ სერვისებზე დაზოგილი თანხა, ხვალ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემას ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ. მიზეზი მარტივია: ფინანსურად დაუცველი ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს გაცილებით სწრაფად კარგავენ და მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობაზე ხდებიან დამოკიდებულნი.
წყარო: Cambridge
05/07/2026