Logo

ჯანმრთელობა

ახალი თაობის mRNA ვაქცინები კიბოს წინააღმდეგ

ახალი თაობის mRNA ვაქცინები კიბოს წინააღმდეგ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბოლო წლებში, mRNA ტექნოლოგია, მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ მიმართულებად იქცა.

თუ თავდაპირველად იგი ფართო საზოგადოებისთვის COVID-19-ის ვაქცინებით გახდა ცნობილი, დღეს მეცნიერები ამბობენ, რომ მისი რეალური პოტენციალი ბევრად უფრო ფართოა - მათ შორის, კიბოსთან ბრძოლაშიც.

საუბარია ახალ mRNA პლატფორმებზე, რომლებიც იმუნურ სისტემას ასწავლიან, როგორ ამოიცნოს და მიზანში ამოიღოს სიმსივნე.

mRNA (მესენჯერ RNA) არის მოლეკულა, რომელიც უჯრედს აძლევს ინსტრუქციას, თუ რომელი ცილა უნდა წარმოქმნას.

ვაქცინა

ვაქცინის გამოყენების შედეგად

1.ორგანიზმი დროებით იწყებს კონკრეტული ცილის გამომუშავებას

2.იმუნური სისტემა ამ ცილას აღიქვამს „სამიზნედ“

3.შედეგად აქტიურდება T-უჯრედები, რომლებიც სწავლობენ ამ ნიშნით მტრის ამოცნობას (კიბოს შემთხვევაში ეს „ნიშნები“ არის სიმსივნური უჯრედებისთვის დამახასიათებელი ანტიგენები).

ახალი mRNA მიდგომა, კლასიკური ვაქცინაციის პროცესისგან მკვეთრად განსხვავდება. თუ კლასიკური ვაქცინა იცავს ინფექციისგან და ერთნაირია ყველასთვის, ახალი mRNA მიდგომა ხშირად პერსონალიზებულია კონკრეტული სიმსივნისთვის და მიზნად ისახავს იმუნური სისტემის გაწვრთნას და არა უბრალოდ სტიმულაციას.

ვაქცინა

არსებობს mRNA თერაპიის ორი მეთოდი - პერსონალიზირებული და ყველაზე მორგებული.

პერსონალიზებული mRNA თერაპია - ეს არის ვაქცინა, რომელიც პერსონალიზირებულია ანუ „შენთვის მზადდება.“

ამ დროს

  1. პაციენტის სიმსივნე გენეტიკურად იკვლევა
  2. იდენტიფიცირდება უნიკალური „ნეოანტიგენები“
  3. მზადდება mRNA კონსტრუქცია, რომელიც სწორედ ამ ნიშნებს შეიცავს
  4. ორგანიზმი იწყებს მიზანმიმართულ იმუნურ შეტევას

ამ მიმართულებით მუშაობენ წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის BioNTech და Moderna.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფირმის, autogene cevumeran-ს ვაქცინა, მელანომასა და სხვა მყარ სიმსივნეებზე უკვე გამოიცადა.

ვაქცინა

პირველი კლინიკური მონაცემები აჩვენებს ძლიერ T-უჯრედულ პასუხს, რეციდივის შემცირების ტენდენციას და ეფექტის გაძლიერებას იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში.

პარალელურად ვითარდება ე.წ. მზადყოფნაში არსებული mRNA ვაქცინები, რომლებიც კონკრეტულ მუტაციებს ან სიმსივნის ტიპებს ერგება (მაგალითად BNT116 — ფილტვის კიბოსთვის), ეს მიდგომა უფრო სწრაფია და იაფი, თუმცა ნაკლებად პერსონალიზებული.

მეცნიერების ვარაუდით, mRNA მეთოდი უდიდეს ცვლილებებს გამოიწვევს კიბოსთან ბრძოლის საქმეში, რადგან კიბოს ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე იმუნური სისტემისგან დამალვა ან მისი დათრგუნვაა. mRNA ტექნოლოგია კი ააქტიურებს იმუნურ სისტემას, იმახსოვრებს გამღიზიანებელს და ამცირებს სიმსივნის გამეორების რისკს.

ვაქცინა

შეგახსენებთ, რომ კვლევების უმეტესობა კლინიკური ცდების I და II ფაზებშია და კიბოს უნივერსალური mRNA თერაპია ფართო გამოყენებისთვის ჯერ არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ mRNA ტექნოლოგია კიბოს მკურნალობაში მედიცინის ახალ ეპოქას ამზადებს და ის შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიბოსთან ბრძოლაში, ბოლო ათწლეულების მანძილზე.

ავტორი: ზმნა

12/30/2025

mRNA ვაქცინავაქცინაკვლევაკიბოს წინააღმდეგ
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024