ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ქეთი წიქვაძე 40 წლის ასაკში მესამე შვილის დედა გახდა. პატარა რეზი უკვე ათი თვისაა. იცით, რომ ბავშვის ბაბუა რეზი არველაძეა, ბებია კი - თეონა თავართქილაძე. მეორე ბებია, ქეთის დედა კი - მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეა.
როგორც ქეთიმ პოდკასტში "და მერე?" მოჰყვა, ახალნამშობიარები იყო, როდესაც კიბეზე წაიქცა და ფეხი საოპერაციო გაუხდა.
ქეთი წიქვაძე: - აქტიური ორსული ვიყავი. სამშობიაროდან რომ გამოვედი, არ ვიცი, რატომ ვიმაიმუნე, გამოვიჩინე საქმე - გავედი ქუჩაში და ვიყიდე პროდუქტები, რაც არ მჭირდებოდა. უმუცლოდ, მსუბუქად მინდოდა გავლა. სახლში მეჩქარებოდა და სწრაფად ავედი კიბეზე. ხომ არის - კიბეზე დავგორდი, მე - კიბეზე ავგორდი. ფეხი წამოვკარი, წავიქეცი და უცებ საოცარი, გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი.
გამიგია მოტეხილი ფეხი არ უნდა დადგა, რომ უარესი არ უქნა. გადავრეკე ნიკასთან, მიშველე, ფეხს ვერ ვდგამ-მეთქი. მივხვდი, რომ არანორმალური ტკივილი იყო. ნიკა მაყრიდა ყინულებს, მოტეხილი რომ იყოს, ასე ვერ დაჯდებოდიო. ვიცოდი, რომ რაღაც არაადეკვატური დაზიანება მქონდა.
მოკლედ, გადავიღე და სამ ადგილას მოტეხილი მქონდა და პლუს, საოპერაციო ვიყავი. მითხრეს, ახლა ვერ გაგიკეთებთ, ახალი ნამშობიარები ხარ, უნდა ჩაცხრესო.
ტვინში მიჭერდა, ეს რა დამემართა-მეთქი?! პირველი ემოცია იყო ის, რომ ვიტირე. მოვედი სახლში, გადავწყვიტე, რომ უნდა მოვძლიერდე. მოვითხოვე ეტლი, ჩავჯექი, წინ ბავშვის ეტლი დავიყენე. უამრავი ადამიანი მეკრა გარს. მაგრამ მე თავი ისე დავიჭირე, მოხმარება არ მჭირდება-მეთქი. არ ვიცი, რაღაცას ვამტკიცებდი, თუ მართლა ეს ძალა მქონდა. ბავშვიც ხელს მიწყობდა, მშვიდი ბავშვია. თან პატარა იყო... ასე გავატარე ეტლში, ფეხგაშლილი ორი თვე. ოპერაცია ათ დღეში გამიკეთდა, მაგრამ მერე კიდევ ხომ დრო სჭირდება რეაბილიტაციას.

ნიკა ჩემთან ერთად იღვიძებდა, ღამე მეხმარებოდა. კარგი მამაა.
მე მიმართლებს იმაში, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ მაქვს. ვიმშობიარებ და ლაღი და ბედნიერი ვხდები. სანერვიულოს ჩავატარებ, უკან მოვიტოვებ და იწყება ბედნიერება. აი, ასეთი შეგრძნება მაქვს.


07/07/2026