Logo

რელიგია

"ახლა ჩვენ ვილოცოთ მისი უკვდავი სულისთვის" - გარდაიცვალა მეტეხის წინამძღვარი, მამა აკაკი მელიქიძე

"ახლა ჩვენ ვილოცოთ მისი უკვდავი სულისთვის" - გარდაიცვალა მეტეხის წინამძღვარი, მამა აკაკი მელიქიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გარდაიცვალა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი - მამა აკაკი მელიქიძე. ამ უძლიერეს მოძღვარს იცნობს ყველა, ვინც კი მის წირვა-ლოცვებს დასწრებია, მათ შორის, კვეთებულის ლოცვას, რომელსაც ის ჯანმრთელობის თუ ცხოვრებისეული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ოთხშაბათობით ატარებდა.

"მთელი ცხოვრება დაუღალავად ლოცულობდა სნეულთათვის, განსაცდელში მყოფთათვის, ბოროტისაგან დაუძლურებულთათვის...

თავად ფიზიკურად უძლურებაში მყოფიც კი არ წყვეტდა მსახურებას და მოყვასისთვის ბოლომდე იხარჯებოდა...

ახლა ჩვენ ვილოცოთ მისი უკვდავი სულისთვის...

საუკუნოდ იყოს ხსენება მეტეხის ტაძრის წინამძღვრის - მამა აკაკი მელიქიძისა..."- წერს ფეისბუქზე ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი.

ავტორი: ზმნა

12/20/2025