Logo

"ახლა გავხსნი სახინკლეს, გავაკეთებ გემრიელ ხინკალს და გავყიდი" - დუტა ახალი გეგმით

"ახლა გავხსნი სახინკლეს, გავაკეთებ გემრიელ ხინკალს და გავყიდი" - დუტა ახალი გეგმით

07/16/2026

ტექსტის ზომა

დუტა სხირტლაძემ ეკა ხოფერიასთან ინტერვიუში აღიარა, რომ ტელევიზია არასდროს უყვარდა, უბრალოდ მხოლოდ თეატრით თავს ვერ ირჩენდა და ეს დამხმარე საშუალება იყო.

"არანაირი ტელევიზია. არასოდეს მიყვარდა, არ ვგიჟდებოდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ცხოვრებამ მოიტანა, რომ ეგეთ რაღაცებში ხანდახან უნდა იმუშაო. მარტო თეატრით, ჩვენს ქვეყანაში, ვერ იარსებებ. იმისთვის, რომ გაძლიერდე, ალტერნატიული გზები საჭიროა.

ახლა გავაკეთებ სახინკლეს, ჩემს ძმაკაცთან ერთად, პაპაჩემი დოდიკას რეცეპტით გავაკეთებთ გემრიელ ხინკალს და გავყიდით. ის იყო იდეალური კულინარი. ეს რეცეპტი იცის დედაჩემმაც და იდეალურ ხინკალს აკეთებს, მეც მასწავლა და მეც მაგარი გამომდის. ჩემს სახლთან ახლოს, პატარა ადგილი იქნება. არა პოპულარულ ადგილას" - ამბობს დუტა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026