სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები ყოველდღიურად ვრცელდება. რჩევებს გვიზირებენ როგორც ექიმები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უნივერსალურ ჭეშმარიტებად ასაღებენ.
ასეთ სივრცეში განსაკუთრებით ადვილად იკიდებს ფეხს სამედიცინო მითები: „ბუნებრივი მკურნალობა“, „ძველი მეთოდები“, „უსაფრთხო ალტერნატივა“ - ეს სიტყვები ხშირად ისე დამაჯერებლად ჟღერს, რომ ადამიანებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინისადმი ნდობა ეკარგებათ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სწორედ ამ პრობლემაზე წერს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რამდენად რთულია იმ ადამიანების გადარწმუნება, ვისაც მსგავსი მითების უკვე მტკიცედ სჯერა. ექიმის თქმით, ამ რწმენას ხშირად კიდევ უფრო აძლიერებენ ისინი, ვინც სამედიცინო მითებს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს.
"სამედიცინო მითებზე როცა ვწერ, აღშფოთებული ადამიანების კომენტარები აჩვენებს, რომ ადამიანების ნაწილს ამ მითების იმდენად სჯერა, რომ მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ამ მითებს აღვივებენ და ხელს უწყობენ ისინი, რომლებიც ამ მითებს ანგარებით იყენებენ და სხვებს ატყუებენ. ის სხვები კი მორჩილად ატყუებინებენ თავს და რჩევის მიღება არ უნდათ.
მაგრამ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა ხალხი ჯერ კიდევ წურბელებით მკურნალობს სხვადასხვა დაავადებას? ახლა წურბელების ბიზნესის წარმომადგენლები შემაჩვენებენ," - წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.
04/30/2026