Logo

"ახლა ვხვდები სიდედრების პოზიციას, სიძეებს რომ ეტენებიან" - ნინო ჩხეიძე სიძეზე

"ახლა ვხვდები სიდედრების პოზიციას, სიძეებს რომ ეტენებიან" - ნინო ჩხეიძე სიძეზე

12/07/2025

ტექსტის ზომა

ნინო ჩხეიძე სიძესთან და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

კანადელ ჯერემი ელენორს და მარიკო კორახაშვილს ოთხ წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. წყვილმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნო. მერე იყო მიმოწერა. ოქტომბრის მიწურულს კი, ჯერემმა მარიკოს ხელი ბობ დილანის კონცერტზე სთხოვა. "და მე ვთქვი კი" - მომღერლის ქალიშვილმა, სოციალურ ქსელში, ბეჭდიანი ფოტო გამოაქვეყნა.

ნინო ჩხეიძე

"სიძისადმი ლოიალური ვარ და სულ ვცდილობ, ვასიამოვნო. ახლა ვხვდები სიდედრების პოზიციას, სიძეებს რომ ეტენებიან. ვცდილობ, რაღაცაში არ ჩავიჭრა, მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს. ახლოს მივიღე... რახან შვილს ასე ბედნიერს ვხედავ, ამით მეც ბედნიერი ვარ.

ჯერემი სპორტსმენია. უკრავს საქსოფონზე და გიტარაზე, მუსიკალური ბიჭია.

ოფიციალური ნიშნობა არ ყოფილა. ჯერ ჯერემის მშობლებს არ ვიცნობ. წინ მაგისტრატურაში სწავლაა... ამიტომ ჯერ ქორწილს არ ჩქარობენ..." - ისაუბრა ნინომ ლაშა რამიშვილთან და ნატუკა გულისაშვილთან ("პოსტივიზე").

ნინო ჩხეიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026