
09/18/2026
შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს სახელწოდებით "დედოფალი", რომელიც თბილისში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული, ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აბსოლუტური ანალოგია, რომელსაც პორტაიტისა ეწოდება. წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ. უწმიდესმა მას "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა.
ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება, შექმნიდან დაწყებული ათონის მთაზე ჩაბრძანებით და იქ გადამხდარი ისტორიებით დასრულებული და... არც დასრულებული. მცველებს უფალმა გზადაგზა ბევრი სასწაული უჩვენა.
დღეს კი ეს ხატი ადამიანების მანუგეშებელია. სასწაულმოქმედი ხატის ასლების შეძენის და მისი კანდელიდან ამოღებული ზეთის წაღების საშუალებას, მცველები პერიოდულად გვაძლევენ.
20 სექტემბერს კი შეგძლიათ "დედოფლის" ხატი იხილოთ, მოილოცოთ, თქვენი გასაჭირის შესახებ მოუყვეთ და მისი ზეთი იცხოთ...
აი, რა წერია ფეისბუქგვერდზე "დედოფალი".
"მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.
20 სექტემბერს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანებული იქნება მერვე ლეგიონის დასახლებაში (ვაზისუბანი), წულუკიძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში - 11 საათიდან 17 საათამდე.

ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე.
(ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითიც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).
ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე ათ წელზე მეტია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.
მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გავუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი.

როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან. როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც - ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ.
შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, მეტადრე ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს.
მომდევნო გამობრძანება მალევე არ იქნება, რადგან ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ დატვირთული პერიოდი და ბევრი ქართული საქმე გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ, ვისაც ხატის ასლები და განსაკუთრებით დაუჯდომელი გსურთ, აუცილებლად მობრძანდით ხატის გამობრძანებაზე.
უნდა ვიყოთ კვლავინდებურად, ბევრზე ბევრნი და უფალს ვაჩვენოთ ქართველთა ერთობა და სიყვარული!
აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები!
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო გამობრძანება არ იქნება მალე და ყველამ შეძლოს მოსვლა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს ამ ეტაპზე!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.
მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა "დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა"
გიორგი და ზურაბი."

გააზიარე სტატია