Logo

სასარგებლო რჩევები

აკნე და რუჯი - მკურნალობა თუ საშიში ილუზია? - დერმატოლოგის განმარტება

აკნე და რუჯი - მკურნალობა თუ საშიში ილუზია? - დერმატოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აკნესთან მებრძოლი მრავალი ადამიანი, ხშირად მთელ იმედებს ზაფხულის სეზონსა და მზის აბაზანებზე ამყარებს.


გავრცელებული მითის თანახმად, რუჯი და მზის სხივები კანის „გაშრობასა“ და გამონაყარის გაქრობას უწყობს ხელს.

თუმცა, დერმატოლოგები ერთხმად გვაფრთხილებენ, რომ ეს დროებითი ეფექტი მხოლოდ ილუზიაა, რომელმაც შესაძლოა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმაოს.

რატომ გვეჩვენება, რომ მზეზე კანის მდგომარეობა უმჯობესდება და რატომაა მოსალოდნელი აკნეს რამდენიმე კვირაში ორმაგი ძალით დაბრუნება? დერმატოლოგი ნინო ორახელაშვილი აკნეზე, მზეზე და კანის მოვლის სწორ რუტინაზე საუბრობს.

ნინო ორახელაშვილი

„აკნე გაუარესდა და პირველი, რაც გაიფიქრე, არის - "გავირუჯები, მზე გამაშრობს და აკნე გამიქრება?" ეს გადაწყვეტილება არასწორია.
მე დერმატოლოგი ვარ და უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე გავრცელებული მითია.

მზე


მზე აკნეს არ მკურნალობს... მან მართლაც შეიძლება დროებით გამოაშროს კანი, ანთებაც ჩააქროს, მაგრამ ორ კვირაში კანი ორჯერ მეტ ცხიმს გამოამუშავებს და აკნე უარესად დაგიბრუნდება.

აკნე

გამოსავალი კანის მოვლის სწორ რუტინაშია:

  • დილას - ნიაცინამიდი
  • საღამოს - სალიცილის მჟავა
  • და არაკომედოგენური SPF-ის გელი - გამონაკლისის გარეშე!

და კიდევ ერთი რჩევა, გახსოვდეს - ბენზოილ პეროქსიდი და მჟავები მზეზე კანს წვავს, ამიტომ ის ზაფხულში მხოლოდ საღამოს გამოიყენე!" - გვირჩევს დერმატოლოგი.

ავტორი: ზმნა

08/10/2026