
09/18/2026
ხშირად, კისერზე ან იღლიის მიდამოში გაჩენილი პატარა კანის წანაზარდები შიშისა და ეჭვების საფუძველი ხდება. მას კანის რბილ პაპილომებს ეძახიან, რის გამოც ბევრს პაპილომავირუსის (HPV) გამოვლინება ჰგონია.

რეალურად ეს წარმონაქმნები, რომელთაც აკროხორდონებს (კანის რბილ პაპილომებს) უწოდებენ, ვირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. ის არც გადამდებია... მიუხედავად ამისა, აკროხორდონებს ყურადღება სჭირდებათ, რადგან ხშირად ორგანიზმში ინსულინრეზისტენტობისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პირველ სიგნალს წარმოადგენენ.
დერმატოლოგი ნინო ორახელაშვილი განმარტავს, რატომ ჩნდება ეს წანაზარდები, რატომ არის სახლის პირობებში მათი მოშორება (ძაფებით ან კრემებით) საშიში და თანამედროვე მედიცინის რომელი უსაფრთხო მეთოდები გამოიყენება მათ სამკურნალოდ.

"სხეულზე პატარა წანაზარდებმა შეგაშინათ და გგონიათ, რომ პაპილომა ვირუსი გაქვს?
უნდა გითხრათ, რომ ნამდვილი საშიში პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ზონას უტევს. კისერზე და იღლიებში ეს პატარა წანაზარდები კი ვირუსი საერთოდ არ არის.
ეს არის კანის რბილი წარმონაქმნები, ეგრეთ წოდებული აკროხორდონები. ის გადამდები საერთოდ არ არის, მაგრამ თქვენს ორგანიზმში ინსულინრეზისტენტობისა და შაქრის მეტაბოლიზმის დარღვევის პირველი სიგნალი შეიძლება იყოს.

მათი მოცილება კლინიკაში უსაფრთხოდ შეიძლება: ლაზერით ელექტროკოაგულაციით კრიოდესტრუქციით. აკროხორდონების მოცილების მეთოდს დერმატოლოგი თვითონ შეარჩევს.
სახლში ძაფებით მოშორება და კრემებით მოწვა დაივიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწიბურებს გაიჩენთ," - გვირჩევს დერმატოლოგი.
გააზიარე სტატია