Logo

აქციეთ ავოკადო ენერგიის საუკეთესო წყაროდ ბავშვისათვის - პედიატრი თამარ ობგაიძე გირჩევს

აქციეთ ავოკადო ენერგიის საუკეთესო წყაროდ ბავშვისათვის - პედიატრი თამარ ობგაიძე გირჩევს

04/07/2026

ტექსტის ზომა

ბავშვის კვებაში, სწორად შერჩეულ პროდუქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქტიური ზრდის პერიოდში, პატარა ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება და მისი საკვები სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი უნდა იყოს.
არსებობს პროდუქტები, რომელთა ბავშვთა კვებაში გამოყენებასაც პედიატრები განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევენ.
ასეთი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ავოკადო, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ენერგიის შევსებას, ტვინის, ძვლებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორად განვითარებას.

ავოკადო


ავოკადოს სასარგებლო თვისებებზე წერს და მშობლებს, ბავშვის რაციონში ამ პროდუქტის აქტიურად ჩართვას ურჩევს პედიატრი თამარ ობგაიძე.


"ავოკადო შეიძლება აქციოთ ენერგიის საუკეთესო წყაროდ ბავშვისათვის. ბავშვებს ხომ ენერგიაზე უფრო გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ აქტიური ზრდის პროცესში.

ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები პატარას თავის ტვინის განვითარებისათვისაა აუცილებელი, ხოლო ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვთარებას, ანემიის პროფილაქტიკას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებას, ძვლების სიმტკიცეს. აქციეთ პატარა ხილი დიდ სარგებლად!" - გვირჩევს პედიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ავოკადობავშვთა კვებათამარ ობგაიძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026