Logo

ალეკო ელისაშვილი ციხეში წიგნს წერს

ალეკო ელისაშვილი ციხეში წიგნს წერს

02/06/2026

ტექსტის ზომა

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ციხეში წიგნზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი და ელისაშვილის ბავშვობის მეგობარი ლევან იოსელიანი ავრცელებს.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, წიგნის მთავარი თემა საქართველოს ციხესიმაგრეებია.

"ალეკო ელისაშვილთან რამდენჯერმე ვიყავი მისული და მომავალშიც რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მის მონახულებას. ალეკოსთან მხოლოდ სახალხო დამცველის რანგში არ მივდივარ, ჩემი ბავშვობის მეგობარია და ისედაც მივიდოდა სხვა შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. როგორც გარეთ, ასევე შიგნითაც გვაქვს ბევრ რამეზე უთანხმოება, ვკამათობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ მალე დასრულდება.

მხნედ არის, ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაშია. მითხრა, რომ ძირითადად კითხულობს და ციხესიმაგრეებზე წერს წიგნს. ამ წიგნის ირგვლივ მუშაობს და ჯერჯერობით ამით არის გართული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ალეკო ელისაშვილიციხეშიწიგნი ციხესიმაგრეებზე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026