Logo

"ამ არარსებულ "დისბაქტერიოზზე" გამოკვლევას რატომ აფინანსებენ?" - მაია ბუწაშვილი

"ამ არარსებულ "დისბაქტერიოზზე" გამოკვლევას რატომ აფინანსებენ?" - მაია ბუწაშვილი

02/09/2026

ტექსტის ზომა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ.“დისბაქტერიოზის ანალიზი“ არაფრის მომცემი კვლევაა და მის ჩატარებაზე დროისა და ფინანსების ხარჯვა არ ღირს.

ექიმის განმარტებით აღნიშნული კვლევა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემორჩა და კვლევის შედეგს, პაციენტის მკურნალობაში არანაირი ცვლილების შეტანა არ შეუძლია.

მაია ბუწაშვილი

„რისთვის ფლანგავენ პაციენტები ფულს "დისბაქტერიოზის ანალიზისთვის"? ან სადაზღვევო კომპანიების გამკვირვებია, ბევრ მართლა მნიშვნელოვან ტესტზე უქმნიან პაციენტებს პრობლემას და ამ არარსებულ "დისბაქტერიოზზე" გამოკვლევას რატომ აფინანსებენ?

ეს დიაგნოზი და კვლევა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემორჩა და რეალურად პაციენტის მართვაში არაფერს იძლევა.

გასაგებია, რომ დისბიოზი არსებობს და ნიშნავს "კარგ" და "ცუდ" ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევას, მაგრამ ამის ზომვა (და შემდეგ მკურნალობის მერე "გადამოწმება") არაფრისმომცემია.

ბაქტერიები

დისბიოზის მიზეზები ბევრია (ანტიბიოტიკოთერაპია, სხვადასხვა ინფექციური და არაინფექციური ქრონიკული დაავადებები, სტრესი და სხვ.) და ამ დროს, კიდევ ვიმეორებ, ამ ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრა, კლინიკური მართვისთვის არ გამოიყენება და არც ერთ ოფიციალურ საერთაშორისო კლინიკურ რეკომენდაციაში არ არსებობს.

არადა, უამრავ პაციენტს მოაქვს ამ კვლევის პასუხი და მოლოდინი აქვთ, რომ რაღაც ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთოთ და მკურნალობა დავუნიშნოთ, რაც "დისბაქტერიოზზე გამოკვლევის" შედეგად არ ხდება,“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ანალიზიდისბაქტერიოზიექიმიმაია ბუწაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026