Logo

"ამ გამოცდილებით ვისწავლე, რომ არ უნდა იყო "ღორი" - ვახო ნიკოლავა საკუთარ ბიზნეს გამოცდილებაზე

"ამ გამოცდილებით ვისწავლე, რომ არ უნდა იყო "ღორი" - ვახო ნიკოლავა საკუთარ ბიზნეს გამოცდილებაზე

05/04/2026

ტექსტის ზომა

„ბიზნესში წარმატება ხშირად არა მხოლოდ მოგებით, არამედ იმ გაკვეთილებით იზომება, რომლებშიც მეწარმეები ზოგჯერ მილიონებს იხდიან.

სამშენებლო კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელმა, ანტერპრენერმა და კონტენტ კრეატორმა ვახო ნიკოლავამ, საშა კაცმანის პოდკასტში იმ ისტორიაზე ისაუბრა, რომელმაც მისის ბიზნესის მომავალი კონცეფცია შეცვალა.

ვახო ნიკოლავამ გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იქცა უდიდესი ფინანსური მარცხი ბიზნესის დივერსიფიცირებისა და ახალი ფილოსოფიის საფუძვლად.

"შვიდნახევარი მილიონი ევრო დავკარგე დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში. ყველაფერი დავკარგე... ეს იყო გამოცდილება, რომელიც აღარასდროს აღარ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მაქვს ახლა ბიზნესი დივერსიფიცირებული.

ამ გამოცდილებით ვისწავლე, რომ არ უნდა იყო ღორი. ამაზე ჩავწერე კიდევაც ვიდეო. არ შეიძლება იყო ღორი. უნდა იფიქრო იმაზე, რომ ყველაფერს ერთად ვერ აიღებ, ყველა ფულს ვერ იშოვი და ამისკენ არ უნდა ისწრაფოდე... ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვას ადამიანმა.

ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ - ეს არის ფორმულა და არა აი ასე, დახამებულად რომ ჩახტები და ორივე ხელით რომ გინდა ამოიღო ეს ფული. არის ხოლმე ასეთი მომენტები და სხვათა შორის, ძალიან ძნელია თქვა ასეთ მომენტებზე უარი.
ასეთი მომენტი იყო, ჩავხტი და მოვიტეხე კიდევაც ცხვირი და მერე რამდენიმე წელიწადი დამჭირდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი თავიდან.

ამ შეცდომას აღარ დავუშვებ, მაგრამ ეს არ იყო ცუდი გამოცდილება.
ეს იყო ძალიან ძვირიანი გამოცდილება, მაგრამ მაგრად გამაძლიერა ამან და მასწავლა, როგორ არ ვიყო ღორი," - თქვა ბიზნესმენმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026