ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მომღერალმა ნინო ქათამაძემ საშა კაცმანის პოდკასტში შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუსიკამ მისგან მართლაც „ყველაფერი მოითხოვა".
მომღერალმა გაიხსენა ის რთული წლები, როცა მუდმივი ტურნეების, დატვირთული გრაფიკის გამო შვილის გაზრდის ყველაზე ძვირფასი მომენტები გამორჩა. როგორც ნინო ქათამაძე ამბობს, ამ დანაკლისის პატარა სიცარიელე დედა-შვილს დღემდე დაჰყვება.
„მუსიკა ითხოვს ყველაფერს, ყველას და ყველაფერს.
მე ჩემს შვილთან ერთად პირველად ვიმოგზაურე, როდესაც ის იყო შვიდი წლის. მას არ ვიცნობდი... ჩვენ დღემდე გვაქვს, დღემდე ვგრძნობთ იმ რაღაც პატარა სიცარიელეს... წარმოიდგინე, პირველი ერთი წლის რომ გახდა, სცენაზე ვიდექი და მთელი კონცერტი ვტიროდი, იმიტომ რომ ვერ ვნახე როგორ გაიარა. ტურში ვიყავი. ვერ ვნახე პირველი ნაბიჯი როგორ გადადგა, პირველად როგორ იტირა, როდის იტირა პირველად, რაღაც რომ ეწყინა...
ბავშვს ზრდიდა ძიძა, აღმზრდელი და მამა იყო მასთან... მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული... ამას ალბათ კარგად გამიგებენ ჩვენი არაჩვეულებრივი ემიგრანტები.

ისე მენატრებოდა ჩემი შვილი, რომ ამ მონატრებამ გული ქვასავით გახადა.
ანუ გიყვარს, გენატრება და მერე გული ქვასავით გიხდება, ვერ ახებ ვერანაირ გრძნობას... მონატრებამ ისე გადაწვა ეს გრძნობა, აღარაფერი გრძნობა ცოცხალი აღარ მქონდა... სიცარიელე, სიცივე შიგნით იმიტომ, რომ არაფერი არ გივსებს ამ მონატრებას, იმას,რომ შეხება გინდა... არ არსებობს ამის ჩანაცვლება," - თქვა მომღერალმა.
04/20/2026