სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მთელ მსოფლიოში, ადამიანების უდიდესი ნაწილი ცდილობს ბუნებრივ პროდუქტებში აღმოაჩინოს ისეთი სასწაულმოქმედი საშუალება, რომელიც ორგანიზმს ჭარბი წონის მოშორებასა და გაჯანსაღებაში დაეხმარება.
არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ბუნებრივ ანტიოქსიდანტთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ფიტნეს ინსტრუქტორი და მანუალური თერაპიის სპეციალისტი მამუკა რაშოიანი, ყურადღებას ნივრიანი წყლის სასწაულმოქმედ თვისებებზე ამახვილებს და იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც ამ სასმელს შეუძლია მოიტანოს.

"თუ ნივრიან წყალს რეგულარულად მიირთმევთ, თქვენი კიდურების შეშუპება, გაცხიმოვნება და ჭარბი წონა წარსულში დარჩება! ნივრის, დარიჩინის, ლიმონისა და წყლის ნაზავი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა მთელ მსოფლიოში ჭარბი წონის წინააღმდეგ!
საკმარისია მხოლოდ დიეტის დაცვა და ფიზიკური აქტივობა? ხშირად არა! მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, ხშირად ეს არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად. პრობლემა შესაძლოა იყოს შინაგანი ორგანოებისა და სისტემების გაუმართაობაში.
ჭარბი სითხე ორგანიზმში – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც წონის მატებას და ცხიმის დაგროვებას პროვოცირებს.

ნივრიანი წყალი - ეს არის სასმელი, რომელიც სწრაფად მოგცემთ შესამჩნევ შედეგს!
ინგრედიენტები:
3 ჩაის ჭიქა წყალი
3 კბილი ნიორი
1 ლიმონი
დარიჩინის ჩხირი
მომზადების წესი:
ნიორი და ლიმონი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
აადუღეთ 3 ჩაის ჭიქა წყალი. დუღილის პროცესში დაამატეთ წყალს დაქუცმაცებული ნიორი და დარიჩინი.
ხარშეთ ნარევი 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ ლიმონი და კარგად გადაურიეთ. როდესაც სასმელი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, გადაწურეთ ის.

მიღების წესი:
ყოველ დილას, უზმოზე, მიირთვით ეს სასმელი 1 ჩაის ჭიქის ოდენობით.
ეს დაგეხმარებათ სხეულის გაწმენდაში, იმაში, რომ გაზარდოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესები და სწრაფად გათავისუფლდეთ ჭარბი ცხიმისგან!
კურსი:
1 კვირა.
შემდეგ 2 კვირიანი შესვენება.
გაითვალისწინეთ:
თუ სასმელის მიღების შემდეგ ტემპერატურის მატებას ან თავის ტკივილს იგრძნობთ, შეწყვიტეთ მისი მიღება," - გვირჩევს მამუკა რაშოიანი.
07/16/2026