Logo

საზოგადოება

"ამ წყალს ხომ ყოველდღე ვასმევთ ბავშვებს!" - მოქალაქე დაბინძურებული წყლის ფილტრის ფოტოს აქვეყნებს

"ამ წყალს ხომ ყოველდღე ვასმევთ ბავშვებს!" - მოქალაქე დაბინძურებული წყლის ფილტრის ფოტოს აქვეყნებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფეისბუქჯგუფში "ვარკეთილი" თემო ჯაკობია აქვეყნებს წყლის გამოცვლილი ფილტრის ფოტოს, რომელიც ასე გამოიყურება. ის წერს:

წყლის ფილტრი

"ონკანის ფილტრი რამდენიმე დღეში ასე ივსება ქვიშით და ნალექით. ამ წყალს ხომ ყოველდღე ვასმევთ ბავშვებს.

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი ასეთი ხარისხის იყოს? რატომ უნდა ვყიდულობდეთ მუდმივად ფილტრებს და ბოთლის წყალს, როცა წყლის გადასახადს რეგულარულად ვიხდით?

მოვითხოვ:
• წყლის ხარისხის დაუყოვნებლივ შემოწმებას მომხმარებლის ლოკაციაზე.
• ლაბორატორიული პასუხების გამოქვეყნებას.
• პრობლემის სწრაფ და რეალურ მოგვარებას.

ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთ, გააზიარეთ ეს პოსტი და მონიშნეთ წყალმომარაგების კომპანია. დროა, პასუხისმგებლობა აიღონ!" - წერს მოქალაქე.

ავტორი: ზმნა

02/19/2026