სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ამარანტი უძველესი მარცვლეულია, რომელსაც უნიკალური თვისებების გამო, ჯერ კიდევ ინკები და აცტეკები უწოდებდნენ “სიწმინდის მარცვალს”.
გაეროს სასურსათო კომისიამ ამ მცენარეს 21-ე საუკუნის პროდუქტი უწოდა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა.

ამარანტის მცირე ზომის მარცვლები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
ესენია:
მაღალი ხარისხის მცენარეული ცილა
ამინომჟავები (განსაკუთრებით ლიზინი, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება სხვა მარცვლებში)
ბოჭკოები მაგნიუმი, რკინა, კალციუმი
A, E და B ჯგუფის ვიტამინები

ეს ყველაფერი ამარანტს ისეთ “სუპერ საკვებად”აქცევს, რომელიც ენერგიას მატებს და იმუნიტეტს აძლიერებს.
ამარანტი შეუცვლელი პროდუქტია ისეთი ადამიანებისათვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აწუხებს.
სიმინდთან, ფეტვთან, ქინოასთან და შვრიასთან ერთად ამარანტი იმ მარცვლეულის რიგებს მიეკუთვნება, რომელიც გლუტენს არ შეიცავს.

მეცნიერები ამარანტს „გულის მეგობარ“ პროდუქტს უწოდებენ, რადგან მისი ფიტოსტეროლები და სკვალენი ხელს უწყობს:
სისხლში ქოლესტერინის დაბალი დონის შენარჩუნებას,
არტერიების ელასტიურობას
ანთების შემცირებას
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამარანტი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და ასაკთან ბრძოლის საქმეში მცენარე შეიცავს სკვალენს — ნივთიერებას, რომელიც კანის ელასტიურობას , დატენიანებას და უჯრედების დაცვას ეხმარება.
ამასთანავე ამარანტი საჭმლის მონელების ბუნებრივი მხარდამჭერია მისი ბოჭკოები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს წონის კონტროლს — ზედმეტი სტრესისა და შიმშილის გარეშე.

ამარანტის საკვებად გამოყენება მრავალნაირად შეიძლება. მას ამზადებენ როგორც ფაფას, ბატიბუტივით ხალავენ ტაფაზე ამარანტის ფქვილით ამზადებენ პურს, კექსებსა და ბლინებს.
რაც მთავარია, მისი ნაზი გემო ყველასთვის მისაღებია — არც ზედმეტად მწარეა, არც მძაფრი.
ამარანტი იზრდება იქაც, სადაც სხვა კულტურები ვერ უძლებენ სიცხეს ან ტენიანობის ნაკლებობას, ამიტომ მას “მომავლის საკვებს” უწოდებენ.
11/29/2025