კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის ლეგენდარულ სცენაზე გამართული სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მიერ გამართული კონცერტი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
ქართული სოციალური ქსელები აავსო ლეგენდარული ცეკვების მონაკვეთებმა, აღფრთოვანებული მაყურებლების ფოტო და ვიდეო მასალამ.
ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ემოციურივიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ნერვიულობს კულისებში „სუხიშვილების“ მთავარი პროდიუსერი და აღმასრულებელი დირექტორი ნინო სუხიშვილი.
ვიდეოს კარნეგი ჰოლში გამართული კონცერტის ორგანიზატორი, Emolas Production-ის დამფუძნებელი სალომე ლილუაშვილი-პარკსი ავრცელებს.
"ამაზე ლამაზი არაფერი მინახავს.
იჯდა კუთხეში - გულზე ხელდადებული, უცნაური სიდინჯით და ამავდროულად, ღელვით და თვალს არ აშორებდა კულისიდან სცენას.
თან, დემნას კაბა ეცვა.
ილიკომ და ნინომ ცხოვრება მიუძღვნეს ამ დიდებულ საქმეს. არ ვიცი ვინმე, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის იმდენს აკეთებს, რასაც ეს ორი გენიალური ადამიანი," - წერს სალომე ლილუაშვილი.
01/21/2026