ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიზაინერი თათა ვარდანაშვილი 55 წლის გახდა. როგორც ის "ზმნასთან" ამბობს, დაბადების დღეს სახელოსნოში შეხვდა.
"მიყვარს ჩემი დაბადების დღე - 21 აპრილი. მე ახლა სახელოსნოში ვარ, უკვე ერთი კვირაა ოლარ-სამაჯურს ვკერავ. მინდა პატრიარქის საფლავს შევწირო. ამაზე მნიშვნელოვანს რას გავაკეთებ?" - ამბობს დიზაინერი "ზმნასთან".
იცით, რომ ორი წლის წინ, თათამ „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტში ხელოვნების სკოლა დააარსა. საბოლოოდ თანამედროვე საწარმოს მოწყობას გეგმავს.
თათა ვარდანაშვილი: - ეს სივრცე საკმარია იმისთვის, რომ პატარა, კრეატიული სამყარო არსებობდეს, როგორც დიზაინერისთვის, შემოქმედებითი სახელოსნო, ისე ადგილი სტუდენტისთვის, სადაც ის პროფესიას დაეუფლება. ვასწავლით საკერავი მანქანის და სხვა დანადგარების გამოყენებას. ჭრა-კერვის ანბანს, კონსტრუირებას, ბოლოს კი გადავდივართ მოდელირებაზე. არ შეიძლება ფურცელზე ისეთი რამ დახატო, რაც არ შეიკერება. უნდა იცოდე როგორ იკერება, რომ სწორად დახატო. ჯერ ხელობა და პროფესია უნდა იცოდე და ხელოვნებად მერე უნდა გადააქციო.
სწავლება საფეხურებად დავყავი. ვისაც სურს მხოლოდ მკერავი გამოვიდეს, დანადგარის მოხმარება იცოდეს და გვირისტების გატარება შეძლოს, ამას ერთ თვეში შეისწვალის. სამ თვეში მარტივ კონსტრუქციებს ვასწავლით - ქვედაბოლოს, შარვლის გამოჭრას. ექვს თვეში პალტოს კერვა ეცოდინებათ. ექვსი თვის თავზე ვიწყებთ მოდელირების ანბანს. წელიწადში ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას ესკიზი და მასალაში შეასრულოს როგორც ტანსაცმელი, ასევე ფეხსაცმელი, ჩანთები და ტყავის აქსესუარები.
გვაქვს საქსოვის პროგრამული დანადგარი და ციფრული საქარგავი დანადგარი და ვასწავლით ქსოვილების დამუშავებას. შოლკოგრაფის ბადის მოწყობას, ქსოვილების მხატვრულ მოჩითვას, ტრანსფერულ ბეჭდვას მე ვასწავლი. ორი გამორჩეული მოსწავლე დავიტოვე ასისტენტად, რომლებიც მეხმარებიან ლექციების სწორად წარმართვაში. კადრებს ფრთხილად შევარჩევ, საბოლოდ თანამედროვე საწარმოს მოწყობას ვგეგმავ. მეწაღის პოვნა დღეს საქართველოში საკმაოდ რთულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
04/21/2026