Logo

სპორტი

"ამდენი აბსურდული ანალიზი საიდან?" - მერაბ დვალიშვილი ქართველებს მიმართავს

"ამდენი აბსურდული ანალიზი საიდან?" - მერაბ დვალიშვილი ქართველებს მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მერაბ დვალიშვილი, სოციალური ქსელით, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სპორტსმენი ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს.

"რამდენი შემოვედი ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე, იმდენი ახალი ვიდეო მხვდება: ყველა განიხილავს ილია თოფურიას ბრძოლას. სასწაული ვერსიები მოვისმინე, ამდენი ფანტაზია... ყველა პროფესორი როგორ გახდა? ანალიტიკოსი, MMA-ს მცოდნე როგორ გახდა? ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ეჭვიანობა და აბსურდული ანალიზი საიდან?

ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე წაგებისთვის. შეიძლება დავმარცხდეთ, ერთი არასწორი მოძრაობა, პატარა ნიუანსი ცვლის ბევრ რამეს. ეს სპორტია. კი არის ბრძოლა, მაგრამ სპორტია. ფეხბურთშიც ყოველთვის ვერ გაიტან გოლს. ვერ მოიგებ. რატომ აძლევთ თავს უფლებას ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ. ძაან ტეხავს.

მე ვამაყობ ილიათი. ილიამ არაფრისგან ძალიან ბევრი შეძლო. ღმერთის წყალობით, მალე დაბრუნდება და გამოჯანმრთელება. ისევ გააგრძელებს მოგების სერიებს. წაგებაც, სამწუხაროდ, სპორტის ნაწილია. ილია თოფურიას ვიხილავთ უფრო ძლიერს და უფრო მაგარს.

ბოლოს მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც საქართველოს გულშემატკივრობთ, ქართულ სპორტს გულშემატკივრობთ. წაგების დროსაც და მოგების დროსაც ერთნაირად გიხარიათ და ერთნაირად გტკივათ. წარმატებები ყველა ქართველს და წარმატებები ჩვენს ქვეყანას" - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ვიდეო

ავტორი: ზმნა

06/16/2026