საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი იმ იშვიათი გამონაკლისების რიგებს მიეკუთვნება,რომლებმაც სოციალურ ქსელებზე უარი განაცხადეს და მის გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს.
რატომ არ აქვს ჟურნალისტს საკუთარი გვერდები სოციალურ ქსელებში და რა საფრთხეებს ხედავს ის თანამედროვე სამყაროს ამ გატაცებაში?
ზაალ უდუმაშვილმა Zmna,ge-თან განმარტა, რომ სოციალური ქსელები თავისი ამჟამინდელი სახით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩემი პროფესია სოციალური ქსელის გარეშე წარმოუდგენელია, მთელი მსოფლიო დღეს ამბავს იგებს სოციალური ქსელიდან და ბუნებრივია, წვდომა საჭიროა ახალ ამბებთან, მაგრამ რატომ არ მაქვს სოციალური ქსელი?
სოციალურმა ქსელმა ისეთი მახინჯი სახე მიიღო დღეს, რომ ვერაფრით ვერ გადაწონის კარგი და საჭირო მხარე იმ ცუდ მხარეს, რაც მას გააჩნია. ამდენი ღვარძლი, ამდენი სიბინძურე, რაც დღეს იფრქვევა სოციალური ქსელიდან, ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი... და არ მინდა ამ ყველაფრის მონაწილე ვიყო.
როდესაც ვსაუბრობთ,რომ ბავშვებს უნდა შევუზღუდოთ სოციალურ სქელებთან წვდომა, მე ვფიქრობ, რომ ჯერ დიდებს უნდა შევუზღუდოთ სოციალურ ქსელებთან წვდომა და შემდეგ ბავშვებიც ავტომატურად სწორ კალაპოტში აღმოჩნდებიან. წარმოიდგინეთ, ადამიანების დიდი მასა, ყოველ დილით იღვიძებს იმის სურვილით, რომ ვიღაც მსხვერპლი იპოვოს ფეისბუქში და დაიწყოს მისი ლანძღვა-გინება. ამის გარეშეს ადამიანები კარგად ვერ იძინებენ.
ვიღაც "ბაბლები" წყვეტენ, მე როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან უნდა მქონდეს ურთიერთობა, მკიცხავენ ამის გამო , მეჩხუბებიან, მლანძღავენ, სრული საგიჟეთი ხდება სოციალურ ქსელში და წარმოიდგინეთ, მე რომ დავჯდე და ამას მივყვე... მერე ვიკითხო კომენტარებში ვინ რას წერს და იმაზე ვიშალო ნერვები, ალბათ ერთ დღეში გავჭაღარავდები და სამ დღეში გარდავიცვლები.
მით უმეტეს, რომ მე ამდენი ხანი სტერილურად მოვედი ამ მიმართულებით და ახლა რომ ამ საგიჟეთში ჩავერთო, მე ვერ გადავიტან. აი, ამიტომ არის, რომ მე არ მინდა ამ ქსელების წევრი ვიყო,“ - ამბობს ჟურნალისტი.
02/07/2026